,,ლიბერთი ბანკი” წვრილი აქციონერებისგან წილის გამოსყიდვას გეგმავს

0
14
,,ლიბერთი ბანკი

,,ლიბერთი ბანკმა”  1 800-მდე წვრილი აქციონერებისგან 1,045 მლრდ აქციის (19%) 18,7 მლნ  ლარად (1  აქცია -0,0179 ლარი) გამოსყიდვის შეთავაზებაზე განაცხადა.

თითოეული აქციის გამოსყიდვის ფასი IFRS ანგარიშგებით (საერთაშორისო მეთოდოლოგიით) საბალანსო ღირებულების ≈75%-ია (01.10.15 მდგომარეობით).

არაუმეტეს 50-60%-ია საქართველოს საფონდო ბირჟაზე და  აქციებს ძალიან დაბალი ლიკვიდურობა აქვს.

გამოსყიდვა 27 ნოემბერს დასრულდება, თუმცა მინორიტარებისთვის (აქციების 1%-მდე მფლობელები) დამატებით 75-დღიანი ვადააა აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის, თუმცა ეს უპირობო გამოსყიდვას არ გულისხმობს. ბანკმა უნდა გადაწყვიტოს.

განაცხადში აღნიშნულია, რომ ბანკს აქვს ჭარბი ლიკვიდურობა, ლიკვიდური აქტივები/მთლიანი აქტივები კოეფიციენტიდან და მისი მთლიანი ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტიდან გამომდინარე, რაც 2015 წლის სექტემბერის მდგომარეობით შეადგენს შესაბამისად 43.4 % და 206.% -ია.

სებ-ის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანებით, დამტკიცებული კაპიტალის ადეკვატურობის დაანგარიშების მეთოდოლოგიის შესაბამისად  კოეფიციენტი 20.13%-ია, რაც იტორიული მაქსიმუმია, მნიშნელოვნად აღემატება მინიმალურს (12%) და მიზნობრივ ზღვარს (18%).

არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბანკის ზრდა 2016 წლის განმავლობაში მოსალოდნელია საკმაოდ ნელი ტემპით, ამასთან, საშუალო ზრდის ხელშეწყობა შესაძლებელია ბანკის შიგნით გენერირებული დამატებითი კაპიტალის ხარჯზე და, შესაბამისად, ბანკს გააჩნია გარკვეულწილად ჭარბი ოდენობის საზედამხედველო კაპიტალი.