ბიძინა ივანიშვილი ფადი ასლის პასუხობს: “ვფიქრობ, ფადი ასლის მერაბიშვილის და სააკაშვილის მმართველობის ნოსტალგია აქვს”

0
23
ბიძინა ივანიშვილი ფადი ასლის პრეტენზიებს პასუხობს:

ბიძინა ივანიშვილი „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ ხელმძღვანელის პრეტენზიებს  პასუხობს.

ფადი ასლი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახური ხშირად იყენებს ყადაღის ფორმას და დიდხანს გრძელდება შემოწმება, რის გამოც ბიზნესს პრობლემები ექმნება. ივანიშვილი კი ფიქრობს, რომ ფადი ასლის მერაბიშვილის და სააკაშვილის მმართველობის ნოსტალგია აქვს.

ექს–პრემიერის თქმით, ფადი ასლი მეგობრობდა მათთან და ძალიან ბევრი საეჭვო ოპერაცია კეთდებოდა. ბიძინა ივანიშვილის ცნობით, ის, რომ საქართველოში დღეს ყველა ბიზნესს აბსოლუტურად გახსნილი აქვს არეალი და არავინ ავიწროებს, არის ფაქტი. მისივე თქმით, ისიც უნდა იცოდეს ფადი ასლიმ, რომ გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს. კითხვაზე – უნდა იყოს თუ არა გამოყენებული ყადაღის ფორმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ფორმა, რაც კანონიერია, უნდა იყოს გამოყენებული, თუ საჭიროა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ ის კომპანიები დაასახელა, რომლებსაც, მისი მტკიცებით, შემოსავლების სამსახურმა პრობლემები შეუქმნა.