,,ბილაინი” ,,კავკასუს ონლაინის” შეყიდვას შავ ზღვაში არსებული მაგისტრალური კაბელის გარეშე გეგმავს

0
8
,,ბილაინი

როგორც ,,ბანკები და ფინანსებისთვის” გახდა ცნობილი კომპანია ,,ბილაინი” აპირებს ,,კავკასუს ონლაინის” ყიდვას შავ ზღვაში არსებული მაგისტრალური კაბელის გარეშე.

არსებული ინფორმაციით იგეგმება კავკასუსის რეორგანიზაცია ერთის მხრივ სატრანზიტო მაგისტრალური კაბელის (საბითუმო ბიზნესი) და მეორეს მხრივ ტელევიზიის, სამომხმარებლო ინტერნეტის და ტელეფონიის (საცალო ბიზნესი) გამიჯვნის გზით.  შემდგომში ,,ბილაინი” შეიძენს მხოლოდ საცალო ბიზნესს, ხოლო საბითუმო ბიზნესი (შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი) ისევ ,,კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში დარჩება.

,,ბანკები და ფინანსების” ინფორმაციით, კომპანიები აღნიშნული გარიგების შესახებ აპირებენ მარეგულირებელი კომისიას მიმართონ