თბილისში სასტუმროების მსოფლიო ბრენდი ”ინტერკონტინენტალი” გაიხსნება

0
9
თბილისში სასტუმროების მსოფლიო ბრენდი ”ინტერკონტინენტალი” გაიხსნება

2016 წლის მესამე კვარტალში თბილისში ”Adjara Group Hospitality” ხუთვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.

ეს იქნება უმაღლესი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო InterContinental Tbilisi.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო საინვესტიციო თანხა 45 მილიონი აშშ დოლარია.

სასტუმრო “ინტერკონტინენტალი-თბილისი” 207 ოთახისგან შედგება, რომელშიც სხვა კატეგორიებთან ერთად გათვალისწინებული იქნება საპრეზიდენტო ოთახიც. სასტუმროს სტანდარტული ოთახების საშუალო ზომა 45 კვადრატული მეტრი იქნება.

თბილისის სასტუმრო “ინტერკონტინენტალი” გათვლილი იქნება როგორც ბიზნეს, ისე ტურისტული მიზნებით ჩამოსულ სტუმრებზე, რომლებსაც მოემსახურება ორი რესტორანი, ბარი, სპა, სავარჯიშო დარბაზი და საკონფერენციო დარბაზები, კონსიერჟი, ავტოსადგომი და ვალეტ პარკინგი.

სასტუმროში 300-მდე თანამშრომელის დასაქმება იგეგმება. “ინტერკონტინენტალი-თბილისი” რუსთაველის გამზირზე, გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილ შენობაში განთავსდება.