საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 71% სომხეთში გადის

0
10
საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების 71% სომხეთში გადის

რუსთავის ავტობაზრობის სტატისტიკით, ოქტომბერში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტ/რეექსპორტმა 2031 ერთეული შეადგინა, რაც წელს მხოლოდ აგვისტოს მაჩვენებელს ჩამორჩება. სექტემბერთან შედარებით კი, 261 ერთეულით მეტია.

საქართველოსთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი, 2014 წლის მარტის შემდეგ, სომხეთი რჩება. აზერბაიჯანში კი ექსპორტ/რეექსპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირებულია, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ ევრო-4 -ის სტანდარტი აამოქმედა.

ოქტომბერში სომხეთში 1438 ავტომობილი გაიყვანეს, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1205 ავტომობილი იყო.

აზერბაიჯანში ექსპორტ/რეესქპორტის მაჩვენებლებმა, Autopapa-ს მონაცემებით, 230 ერთეული შეადგინა, 17 ერთეულით ნაკლები სექტემბერთან შედარებით.

კიდევ  363 ავტომობილის ექსპორტ/რეექსპორტი სხვა ბაზრებზე განხორციელდა.