“ვთხოვეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერიონ ამ პროცესში”

0
19

რუსთავი2-ის წილის ყოფილმა მფოლბელმა 2004 წლამდე, ჯარჯი აქიმიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათმა გუნდმა და დროებითმა მმართველებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართეს.

“მას შემდეგ რაც გამოვიდა სასამართლოს დადგენილება დროებითი მმართველების შესახებ და გაჩნდა უამრავი აზრი იმ განმარტებებთან დაკავშირებით, რაც ბატონმა მოსამართლემ გააკეთა განჩინებაში. ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შესულიყო “რუსთავი 2”-ში იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა შესაბამისი განჩინება. სანამ სასამართლოს სამივე ინსტანციაში საბოლოოდ არ გადაწყდებოდა რასთან გვაქვს საქმე, მათ უარი განაცხადეს “რუსთავი 2”-ის შენობაში შესვლაზე. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ყოფილი ხელმძღვანელობა ელოდა როდის მივიდოდნენ დროებითი მმართველები შენობაში, რათა იქ მომხდარიყო პროვოკაციები და ასე შემდეგ, რაც ხელს უწყობდა მათ წისქვილზე წყლის დასხმას.

რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მე და დათოს საუბარი გვქონდა “საიას” ხელმძღვანელთან და მას დახმარება ვთხოვეთ. ვთხოვეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერიონ ამ პროცესში, რათა არ მოხდეს საზოგდოებრივი აზრის მაქსიმალურად გამძაფრება, რადგან ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და ეხება მედიას. და დაარეგულირონ ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რაც არსებობს რუსთავი 2-თან დაკავშირებით. მან აღგვიქვა დახმარება და გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაფართოებულ რეჟიმში ყურადღება მიაქციონ და კონტროლზე აიყვანონ ტელეკომპანიის ირგვლივ არსებული სიტუაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას”,

– განაცხადა აქიმიძემ.