ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე 10 ქვეყანა

0
25
ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე 10 ქვეყანა

სახელმწიფო ვალის სიდიდე განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი არის ვალი პროცენტულად ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მიმართ. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უჩვენებს რამდენი აქვს შემოსავალი მთლიანად ქვეყანას. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა ეკონომიკურად, შეუძლია უფრო მეტ ვალს მოემსახუროს.  აქედან გამომდინარე, მაგალითად, საქართველოს რომ ვალი 1 ტრილიონი დოლარი ჰქონდეს, ვერ შეძლებს გადახდას, რადგან ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია, მაგრამ აშშ-თვის 1 ტრილიონი დოლარი არ იქნებოდა დიდი ვალი, რადგან მისი ეკონომიკა 17 ტრილიონი დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის მონაცემებით, დღეს ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი იაპონიას აქვს, მშპ-ის 246%, რაც დოლარებში 10 ტრილიონს შეადგენს. მეორეზეა საბერძნეთი, მშპ-ის მიმართ 197%-ით, დოლარებში კი მისი ვალი 380 მილიარდი დოლარია.

თუ ვნახავთ მხოლოდ ნომინალურ გამოსახულებაში (დოლარებში), მსოფლიოში ყველაზე მეტი სახელმწიფო ვალი აშშ-ს აქვს, მისი დავალიანება 19 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, თუმცა, მშპ-ს მიმართ 105%-ია.

ცხრილი – მსოფლიოს 10 ყველაზე დავალიანებული ქვეყანა:

untitled

forbes.ge