,,ბანკები და ფინანსების” მკითხველთა აზრით საუკეთესო საკაბელო ოპერატორი ,,სილქნეტია”

0
50
,,ბანკები და ფინანსების

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საქართველოში საუკეთესო სატელევიზიო მომსახურების მომწოდებელი კომპანია ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 26 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge-ზე მიმდინარეობდა 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
გამოკითხულთა 33%-ის (160 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ საკაბელო ოპერატორებს შორის საუკეთესო ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ,,კავკასუს ონლაინი“ გავიდა 29%-ით (140 ხმა). გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 7 კომპანია.
საუკეთესო საკაბელო ოპერატორებს შორის, www.bfm.ge-ის გამოკითხვაში, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: 

საკაბელო ოპერატორები ხმების რაოდენობა პროცენტული რაოდენობა
ბლექ სი სატი 7 1%
გლობალ TV 37 8%
კავკასუს ონლაინი 140 29%
მაგთი სატი 35 8%
MyVideo TV box 15 3%
სილკ TV 160 33%
სუპერ TV 27 6%
სხვა 59 12%