ფუდპანდას შიმშილობასთან ბრძოლის კამპანია „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით“ წარმატებით დასრულდა

0
22

875კგ  პროდუქტი 5 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან  ოჯახზე გადანაწილდა

16 ოქტომბერს  მსოფლიომ კვების დღე აღნიშნა. ყოველწლიურად,  ამ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ადამიანები  ერთი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან: საკუთარი წვლილი შეიტანონ შიმშილის აღმოფხვრასა და დაძლევაში. მსოფლიოს ქვეყნებს უკვე მეორე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა და  მსგავსი კამპანია დაიწყო.

ამავე დღეს, „ფუდპანდა“-მ მსოფლიო კვების დღის აღსანიშნავად, მორიგი აქცია „შენ ამბობ, ჩვენ ვეხმარებით““საქველმოქმედო ფონდ „ლიბერალურ კვალთან“ ერთად დაიწყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში, 22 ქოტომბერამდე  გაგრძელდა და შიმშილობასთან გლობალურ ბრძოლას აღნიშნული კამპანიით  შეუერთდა. მომხმარებელს ერთი კომენტარის დაწერით  შეეძლო აერჩია რა ტიპის საკვებს გადასცემდა  მისი სსახელით საჭმლის მიტანის სერვისი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

გაცემა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა – ასე შეუერთდა ასობით ადამიანი გლობალურ მოძრაობას, რათა ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ. ისინი გახდნენ  შიმშილის დამარცხების ნაწილი და მოახდინეს ცვლილება ფუდპანდასთან ერთად. აი შედეგიც: შეგროვდა 875კგ პროდუქტი: მაკარონი 150 კგ, ბრინჯი 100 კგ, ლობიო 250 კგ, კარტოფილი 250 კგ, წიწიბურა 125 კგ. ხუთივე პროდუქტი თანაბრად გადანაწილდა 5 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან  ოჯახზე.

მონაწილეობის მიღება მარტივი იყო:   ფუდპანდას გვერდზე აუცილებელი იყო (www.facebook.com/foodpandage.) კომენტარი დატოვება შესაბამისი პოსტის ქვეშ დონაციის საკვების ასარჩევად. ერთი მარტივი დაწკაპუნებით კი,  ფუდპანდა ერთი კილოგრამ საკვების დონაციას მოახდენდა. პოსტის გაზიარების შემთხვევაში კი, დონაცია ორჯერ იზრდებოდა.  რაც მეტი ადამიანი ისაუბრებდა პრობლემაზე, მით მეტს გასცემდა ფუდპანდა. მომხმარებლის აქტიურობა მნიშვნელოვანი იყო, მათ  საკვები პროდუქტების, როგორიცაა ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი, ლობიო, მაკარონი და სხვა, არჩევა  და სხვებისთვის გაზიარებაა შეეძლოთ.

12208158_1218774521482959_352546288_n

„მომხმარებლის  დახმარებითა და ხელშეწყობით ჩვენ დავეხმარეთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 5 ოჯახს. მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო! სულ შეგროვდა 875კგ პროდუქტი დიდი მადლობა  მათ, რომ დააკომენტარეს და ჩაერთნენ აქციაში,“ – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში  გიგა ქერქაძე.

„ფუდპანდამ მომხმარებლის  დახმარებით ფონდის ბენეფიციარი, 5 ოჯახი 5 სახის პროდუქტით მოამარაგა. საკვების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო. მათ  ლობიო, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, წიწიბურა მთელი ზამთრის მარაგი ექნებათ. დიდი მადლობა ფუდპანდას ასეთი ქველმოქმედებისთვის,“ – მადლობა გადაუხადა კომპანიას საქველმოქმედო ფონდის „ლიბერლური კვალის“ პრეზდიტენტმა  ქეთი სიჭინავამ.

შიმშილობასთან ბრძოლის პროცესი  1945 წელს, კვებეკში  გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩამოყალიბებით დაიწყო, რომლის მიზანიც შიმშილობის პრობლემის მსოფლიოსთვის ჩვენება და მათში სამოქმედო მუხტის წარმოქმნა იყო. FAO-ს კვლევების მიხედვით, 805 მილიონი ანუ  ყოველი მეცხრე ადამიანი მთელს მსოფლიოში ქრონიკულ შიმშილში ცხოვრობს. მათი 60% ქალები არიან, და ყოველწლიურად  შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თითქმის ხუთი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება.

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდასსათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

მხოფლიო კვების დღე ყოველწლიური ქმედებაა შიმშილის წინააღმდეგ და იმართება 16 ოქტომბერს. საწყისი უდევს კვებეკში 1945 წელს, და ბოლო 15 წლის განმავლობაში  მკაფიო შედეგები მოიტანა: 40 ქვეყანაში მოშიმშილე ხალხის რაოდენობა განახევრდა; ასევე განახევრდა ხუთწლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა, რაც ნიშნავს დაახლოებით 17,000 გადარჩენილ ბავშვს დღიურად.