BSTDB ,,თიბისი ბანკს” 48 მილიონი ლარი გამოუყო

0
73
BSTDB თიბისის 48 მილიონი ლარი გამოუყო

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) თიბისი ბანკს 48 მლნ ლარი გამოუყო.

3 წლიანი საკრედიტო ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე იქნება მიმართული. 

აღნიშნული ფინანური რესურსი BSTDB -მა ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების განთავსებით მოიზიდა.  

ობლიგაციების წარმატებული განთავსება თიბისის შვილობილმა, თიბისი კაპიტალმა უზრუნველყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც BSTDB-მ ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ BSTDB -მა თიბისის წელს ასევე გამოუყო 10 მილიონი აშშ დოლარი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბრუნავი სახსრებისა და  ინვესტიციების დაფინანსებისთვის არის მიმართული.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]