3 ნოემბერს წყალმომარაგება ზოგიერთ უბანში შეიზღუდება

0
8
3 ნოემბერს წყალმომარაგება ზოგიერთ უბანში შეიზღუდება

3 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 4 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მცხეთის ნაწილს და სოფელ დიღომს. 

წყალს გრაფიკით მიიღებს: ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, მიმდებარე ქუჩები, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირების ნაწილი.

ასევე, 4 ნოემბრის 11:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბაგებს, წყნეთს, კიკეთს, ტაბახმელას და მიმდებარე სოფლებს.

წყალს გრაფიკით მიიღებს: ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს და კომპანია დიღმის ველზე გამავალ მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]