თურქეთში ხელისუფლებამ ოპოზიციურ მედიაზე კონტროლი დაამყარა

0
7
თურქეთში ხელისუფლებამ ოპოზიციურ მედიაზე კონტროლი დაამყარა

მიუხედავად საზოგადოების დიდი პროტესტისა თურქეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური მედია საშუალებების კონტროლი დააწესა. სულ კონტროლისა და ხელისუფლების წნეხის ქვეშ რამდენიმე სატელევიზიო არხი და დაახლოებით 22 ბეჭდური გამოცემა მოექცა, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით და ფეთჰულაჰ გულენის მხარდაჭერით გამოირჩევიან. გულენი ერდოგანის ოპოზიციაა, რომელიც ამ დროისათვის ამერიკაში ცხოვრობს და არსებული ხელისუფლების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ ითვლება.

დღეს დილიდან უკვე შეწყვეტილია ოპოციური ტელეარხების მაუწყებლობა, რომლებიც მედია-ჰოლდინგ ქოზა იპექს ეკუთვნის. საპარლამენტო არჩევნებამდე თურქეთში კი ოთხი დღეა დარჩენილი. ხელისუფლების მოწინაღმდეგეები აცხადებენ, რომ თურქეთის ხელისუფლება საარჩევნო პროცესის წინ ამ ნაბიჯზე მედიის სრული კონტროლის სურვილის გამო წავიდა.
მედია-ჰოლდინგ ქოზა იპექს თურქეთის ხელისუფლება გულენის ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომელსაც ერდოგანის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებაა აქვს წაყენებული.
ამ დროისათვის თურქული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი მედია-ჰოლდინგის ოფისტან არიან შეკრებილები. ისინი ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ამჟამინდელი დირექტორთა საბჭო უნდა შეეცვალა, არ შეეშვათ ჰოლდინგის შენობაში. თუმცა, პოლიციის დახმარებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაიკავეს ოპოზიციური მედია ჰოლდინგის შენობა. მსგავსი მდგომარეობაა ოპოზიციასთან დაკავშირებულ სხვა მედია ჰოლდინგებშიც.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ევროკავშირისა და დასავლური საერტაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელბმაც შეშფოთება გამოხატეს თურქეთში თავისუფალი სიტყვის გავრცელებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების გამო.

მომზზადებულია სხვადასხვა უცხოური მედიასაშულებების ინფორმაციების საფუძველზე.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]