“ზუმერი” საქართველოში “სამსუნგის” ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

0
24

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ზუმერი” საქართველოში “სამსუნგის” ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ამიერიდან “ზუმერი” თავის მაღაზიების ქსელში, მომხმარებელს შესთავაზებს “სამსუნგის” ლიცენზირებულ, ოფიციალურ პროდუქტს. ურთიერთთანამშრომლობის ფაქტთან დაკავშირებით “ზუმერი” ერთგულ მომხმარებელს “სამსუნგის” პროდუქციაზე აქციასაც სთავაზობს. ყველა ის მომხმარებელი, ვინც “ზუმერის” მაღაზიათა ქსელში Samsung-ის

სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად ტელეფონის დაზღვევას მიიღებს.

აქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, “ზუმერის” ყველა მაღაზიაში. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საუკეთესო ფასად შეუძლია შეიძინოს “სამსუნგის” ფლაგმანი სმარტფონები: Samsung Galaxy S6, Samsung Galaxy S6 edge, Samsung Galaxy S6 edge plus, Samsung Galaxy Note 5. “ზუმერის” ქსელში ასევე წარმოდგენილია “სამსუნგის”-ს პლანშეტები, სმარტ საათები და ტელევიზორები.

“სამსუნგის” წარმატებული ისტორია 1938 წლიდან იწყება, თავდაპირველად კომპანია კვების ინდუსტრიაში ოპერირებდა, 1969 წლიდან კი კომპანიისთვის ახალი ერა იწყება, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება Samsung Electronics. დღესდღეობით “სამსუნგი” წარმოადგენს ლიდერს როგორც ციფრული ტექნოლოგიების, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის დარგში.  კომპანია Zoommer-ი მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერია ბაზარზე და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.

წყარო: bpn.ge