მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და პიანისტი დავით ალადაშვილი „სილქ როუდ ჯგუფის“ მხარდაჭერით პარიზში კონცერტს გამართავენ

0
18

 

28 ოქტომბერს, პარიზის სცენაზე ორი წარმატებული ქართველი არტისტი საქველმოქმედო მიზნებისთვის კონცერტსგამართავს.

საფრანგეთის დედაქალაქში, პიერ კარდენის თეატრში, მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და პიანისტი დავით ალადაშვილი პროექტის “Young for Young“ ფარგლებში ფრედერიკ შოპენის, გაბრიელ ფორესა და ქართველიკომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის ნამუშევრებს შეასრულებენ.

პარიზის კონცერტის მხარდამჭერია სილქ როუდ ჯგუფი.

2014 წლიდან მეცო სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან. მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად – ნიუ-იორკში, თბილისსა და ბერლინში. ასევე 2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“. პარიზის გარდა, დაგეგმილი აქვთ ერთობლივი კონცერტები  დეკემბერში ნიუ-იორკში Canegie hall-ში, მომავალი წლის სეზონზე ლა სკალას თეატრში, მომავალი წლის მაისში კანადის საოპერო თეატრის სცენაზე.