ირანი და ბულგარეთი საქართველოს გავლით სატრანზიტო კორიდორს გახსნიან

0
9
ირანი და ბულგარეთი საქართველოს გავლით სატრანზიტო კორიდორს გახსნიან

ირანი და ბულგარეთი ერთმანეთს სატრანზიტო კორიდორით დაუკავშირდებიან. როგორც ირანული სააგენტო „მეჰრი“ წერს, ახალი კორიდორი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის ტერიტორიაზე გავა. თურქეთი ამ პროექტში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან, როგორც „მეჰრი“ წერს, თურქეთი ბოლო პერიოდში „ტერორისტების სამიზნედ იქცა“.

სატრანზიტო კორიდორი საშუალებას მისცემს ირანს, ევროპულ ქვეყნებზე გავიდეს. ამ მარშრუტით იგეგმება არამხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვების განხორციელება, რაც, როგორც „მეჰრი“ აღნიშნავს, „მთელ რეგიონზე მოახდენს გავლენას“.

სატრანზიტო კორიდორის შესახებ შეთანხმების კანონპროექტს თეირანსა და სოფიაში შეიმუშავებენ, რის შემდეგაც, 2016 წელს, დოკუმენტს სატრანზიტო კორიდორში მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები მოაწერენ ხელს, – წერს „მეჰრი“. სააგენტოს ცნობით, ირანმა და ბულგარეთმა ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რომელიც ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურასა და საბორნე მიმოსვლის განხორციელებას ითვალისწინებს.