რომელი კომპანიები დაინტერესდნენ სამი წამყვანი კლინიკის რეკონსტრუქციით, დღეს გახდება ცნობილი

0
11
რომელი კომპანიები დაინტერესდნენ სამი წამყვანი კლინიკის რეკონსტრუქციით, დღეს გახდება ცნობილი

დღეს სრულდება წინასაკვალიფიკაციო შერჩევის ვადა, რომელიც საპარტნიორო ფონდმა სამი საავადმყოფოს ოპერირებასა და განვითარებისთვის

გამოაცხადა. ეს სამი საავადმყოფოა: ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური).

 

ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენმა და რომელმა კომპანიებმა გამოხატეს აღნიშნულ შერჩევაში მონაწილეობის ინტერესი. როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, ეს ინფორმაცია დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, რომ სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოსმაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით.

 

გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს  განხორციელებულიპროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. მთელი პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად.

 

პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP-სპრინციპით, (Public-private, partnership – სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა) სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა,ფლობა და ოპერირება.

 

პროექტით გათვალისწინებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჯანდაცვის სისტემის პირველადი რგოლების ქსელის დაპროექტება, მშენებლობადა მართვა (კლინიკური მომსახურების და ინფრასტრუქტურული მართვის ჩათვლით).

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყო. რაც შეეხება ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს და ონკოლოგიურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრო მათ ოპერირებაზე ტენდერის გამოცხადებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა. მაშინ სამინისტროში განმარტავდნენ, რომ საუბარი იყო არა სრულ გაყიდვაზე, არამედ კლინიკების კერძო სექტორთან ერთად ფლობაზე.