ემზარ ჯგერენაია: საქართველოს აწყობს ნავთობის ომი

0
15
ემზარ ჯგერენაია: საქართველოს აწყობს ნავთობის ომი

მსოფლიო სავალუტო ომს, რომელსაც ბოლო აკორდით ინდოეთის რუპიეს დევალვირება დაემატა, დღეს სანავთობო ომი დაემატა.

ამის შესახებ ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

“რუსეთი, რომელიც ბომბავს სირიას, ზრდის და ზრდის ნავთობის მოპოვებას და დღეს, როგორც WSJ ავრცელებს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის განცხადებას-ისინი ზრდიან მოპოვების მოცულობას და აზიისათვის 3 დოლარით ამცირებენ დამატებით ფასს. ეს რუსეთს და მთელ მომპოვებელი ქვეყნების გუნდს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. რუსეთს უმძიმესი დღეები ელოდება – ის რეცესიაშია და ახლა ამ შეჯიბრებას წააგებს. საუდებმა დაამთავრეს ომი იემენში და რუსები აგრძელებენ, როგორც უკრაინაში ისე სირიაში. რუსეთის ეკონომიკის მძიმე დღეები წინაა. მას ურთულესი ზამთარი ელოდება. ჩვენც უნდა ველოდოთ იქ ექსპორტის შემცირებას და იქიდან გადმორიცხვების გაღატაკებას. ნავთობის ომი საქართველოს აწყობს თუ გონივრულად გამოიყენებს. ბაზარზე სერიოზული ეიფორიაა და სანვთობო ომის შავი ჭვარტლი.

ამერიკაც სააღრიცხვო პროცენტს არ ზრდის და წლის ბოლომდე იაფი ფულით მოამარეგებს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს მის ზრდას, დოლარს ამყარებს ! როგორ გამოიყურება ქართული სცენარი? ამაზე სხვა დროს,“

– წერს ჯგერენაია.