აშშ და 11 სახელმწიფო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

0
16
აშშ და 11 სახელმწიფო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

ახალი სავაჭრო კავშირი, რომელიც ჩინეთის ეკონომიკურ პოზიციებს დაასუსტებს

აშშ და 11 სახელმწიფო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევას წინ უძღოდა რვაწლიანი მოლაპარაკებები. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა – ბარაკ ობამას ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო.
ახალი სავაჭრო კავშირი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია და მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის თითქმის 40%-ს მოიცავს. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეთანხმება აღმოსავლეთ აზიაში ვაშინგტონის გავლენას გააძლიერებს და ჩინეთის ეკონომიკურ პოზიციებს დაასუსტებს.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა კავშირში შემავალ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას ითვალისწინებს. დოკუმენტის რატიფიცირება 12-ვე ქვეყანამ უნდა მოახდინოს. თავისუფალი ვაჭრობის ზონა აშშ-ს, ავსტრალიას, ბრუნეის, ვიეტნამს, კანადას, მალაიზიას, მექსიკას, ახალ ზელანდიას, პერუს, სინგაპურს, აშშ-ს, ჩილესა და იაპონიას მოიცავს.