ქართველი ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ხდება

0
27
ქართველი ემიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ხდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ქართული დიასპორას წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აშშ-ის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, ავტომატურად კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას და ამ მხრივ, პრეზიდენტს კანონში ცვლილებების გატარება სთხოვეს.

“როდესაც იღებ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ავტომატურად ღიაა კარები ორმაგი მოქალაქეობისთვის. ეს არის კანონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ და რომლის ფარგლებშიც ქართული ემიგრაციისთვის კარი ორმაგ მოქალაქეობაზე გახსნილია. შესაძლებელია, თქვენ მიგაჩნიათ, რომ კანონი სხვანაირად უნდა იყოს, კი ბატონო, განხილვადია ეს საკითხიც და შესაძლებელია ამაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება სხვანაირად იყოს ფორმულირებული კანონი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვისაც უნდა ორმაგი მოქალაქეობა, პროცედურების გავლის შემდეგ მიიღებს.  “რადგან დღეს ასეთი კანონი მოქმედებს, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად და ვისაც ეს საკითხი დაუდგა ამერიკის მოქალაქეობის მიღების დროს, მარტივად, შემოიტანეთ ორმაგ მოქალაქეობაზე მოთხოვნა, მიიღებთ ორმაგ მოქალაქეობას. თუ შეიცვლება კანონი, შემდეგ სხვანაირად იყოს. მაგრამ, ვინც უკვე მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა, არასწორი იქნება ისინი დაელოდონ კანონის ცვლილებას. ნუ დაელოდებიან, გაიარონ პროცედურები, მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]