„ლაფსუსში არიან შესულები ბატონები და უკაცრავად, მაგრამ სადა ვართ?!”

0
12
„ლაფსუსში არიან შესულები ბატონები და უკაცრავად, მაგრამ სადა ვართ?!

სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელის ზურაბ ბიწაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი პირდაპირ ჩაერია დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობაში, როცა ის გაათავისუფლა.

როგორც ბიწაძემ ჟურნალისტებს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ნახევარი საათის წინ იყო ფეხბურთის ფედერაციაში, თუმცა, გათავისუფლების ოქმი ვერ ნახა.

“სამწუხაროდ, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ვიყავი ფეხბურთის ფედერაციაში და ჩემი გათავისუფლების ოქმი ვერ ავიღე, არ არის. ვიკითხე, რა საფუძველი დაედო ჩემს განთავისუფლებას. როგორც ჟურნალისტებისგან გავიგე, გათავისუფლების საფუძველი გახდა ის, რომ რომელიღაცა მხარის მოთხოვნები დავაკმაყოფილე, თუ არ დავაკმაყოფილე. თუ ეს გახდა ჩემი განთავისუფლების საფუძველი, ეს პირდაპირი ჩარევაა დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობაში. ძალიან ლაფსუსში არიან შესულები ბატონები, თუ ამით ასაბუთებენ ჩემს განთავისუფლებას. ეს იგივე სიტუაციაა, ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაურეკოს სასამართლოს თავმჯდომარეს, გაათავისუფლოს ერთ-ერთი მოსამართლე მხოლოდ იმის გამო, რომ მან მისი მოსაზრება არ გაითვალისწინა. უკაცრავად, მაგრამ სადა ვართ?!”,

– აცხადებს ბიწაძე.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]