უმსხვილესი ქართული საექსპორტო პროდუქციის რეიტინგი

0
10

“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაში პილენძის მადნებმა და კონცენტრატები ლიდერობს.

ამ პერიოდში ექსპორტირებულია 172 მლნ აშშ დოლარის ამ კატეგორიის პროდუქცია და მისი წილი მთლიან ექსპორტში 12%–ია.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი 149 მლნ აშშ დოლარით, ექსპორტში მისი წილი 10%–ით განისაზღვრება. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი მოხვდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9% შეადგინა.

12042068_10206890448117254_522974816_n

საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 6,395 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14%–ით ნაკლებია. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 1,459 მლრდ აშშ დოლარია, იმპორტი კი – 4,937 მლრდ აშშ დოლარი.

ერთი წლის 24%–ით არის შემცირებული, იმპორტი – 10%–ით.

წყარო: bpi.ge