საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სირიზამ“ გაიმარჯვა

0
7
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სირიზამ“ გაიმარჯვა

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სირიზამ“ გაიმარჯვა. ამ დროისთვის ბიულეტენების 99 პროცენტზე მეტი უკვე დათვლილია.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, მემარცხენე ძალების კოალიციამ, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 35.47 პროცენტი აიღო.

მეორე ადგილი კი კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ დაიკავა და 28 პროცენტი აიღო.

ბოლო 6 წლის განმავლობაში საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდა.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]