ევროკავშირთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2%–ით გაიზარდა, დსთ–თან 23%–ით შემცირდა

0
8

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთი წლის განმავლობაში 2%–ით გაიზარდა, დსთ–ს ქვეყნებთან ი 23%–ით შემცირდა.

“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1,982 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან ექსპორტი 413 მლნ აშშ დოლარი იყო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%–ით მეტია, იმპორტი კი 1,569 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და 2%–ით ნაკლებია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33%.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ამავე პერიოდში 1,791 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 556 მლნ. აშშ დოლარია (–45%), იმპორტი – 1,235 მლრდ აშშ დოლარი (–6%).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28% იყო, მათ შორის ექსპორტში 38% და იმპორტში 25%. დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20%.

წყარო: bpi.ge