ლია ელიავა: ფარმაცევტულ სექტორში ანტიმონოპოლიური ღონისძიებები უნდა გატარდეს

0
7
ლია ელიავა: ფარმაცევტულ სექტორში ანტიმონოპოლიური ღონისძიებები უნდა გატარდეს

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დგეგმილი რეფორმების მიმდინარეობას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა გამოეხმაურა:

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროგრამებიდან პირველ რიგში აღვნიშნავდი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. შეიძლება ეს პრობლემა ყველაზე  მასშტაბური არ არის საქართველოსთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ დიდი ხნის ისტორიის მქონეა და ბოლოს და ბოლოს მისი გადაწყვეტის მექანიზმების ამუშავება ბევრად წაადგება ქართველ საზოგადოებას.

ელიავა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია. „საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. მოსახლეობა ადრე ბერდება, ხშირია მძიმე ავადობები და პრაქტიკულად, ქვეყანას ერთმევა პოტენციური სამუშაო ძალა. ამიტომ ადამიანის უფლება, განახორციელოს თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელომწიფოს ხარჯზე, არის მომგებიანი არამარტო მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. შეიძლება გაჩნდეს ბევრი კითხვა, თუ რატომ იხარჯება ამხელა თანხა ჯანდაცვაზე, მაგრამ ეს თანხები ისევ აკუმულირდება ბიუჯეტში და საქართველოში იზრდება ჯანსაღი მოსახლეობის რაოდენობა, რაც ხელს უწყობს თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდასა და წინსვლას. მე, როგორც ეკონომისტი, ძალიან დადებითად ვაფასებ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებს“, – აცხადებს ელიავა.

ელიავა მედიკამენტების სიძვირის თემასაც ეხმიანება და აღნიშბავს, რომ  მედიკამენტებზე შეღავათები არ უნდა დაწედეს. „ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის, ფარმაცევტულ სექტორში ანტიმონოპოლიური ღონისძიებები უნდა გატარდეს, იმისთვის, რომ ცალკეულმა მონოპოლიებმა ვერ გაბედონ არამარტო წამლის, ნებისმიერი სხვა პროდუქტის ფასის ზრდა მისი შემოტანის ან წარმოების ღირებულებაზე 20–30 ან მაქსიმუმ 50 პროცენტზე მეტჯერ. ასეთი რეგულაციები არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და აუცილებლად შემოსაღებია საქართელოში. თუ ეს მოხერხდება, აღარ იქნება საჭირო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა, რომ დაფინანსდეს არამხოლოდ პაციენტის საფულე, არამედ წამლების გამყიდველების საფულეებიც. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არ არის მართებული წამლებზე შეღავათების დაწესების მიზნით“, – მიჩნია ეკონომიკის ექსპერტს.

მისი აზრით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერება უდავოდ კარგი ჩანაფიქრია, რამდენადაც, ცხადია, რომ სტაციონარში მკურნალობა ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე დაავადების პრევენციული მკურნალობა. ელიავა თვლის, რომ როდესაც მოსახლეობა სრულად და ბოლომდე გაერკვევა, თუ რა პრივილეგიებს აძლევს მათ გამართული  პირველადი ჯანდაცვა, ისინი თავის დროზე მიაკითხავენ ექიმს და თანმდევი ლაბორატორიული კვლევების შედეგად შესაძლებელია ახალაღმოჩენილი დაავადებების თავიდანვე მკურნალობა შეძლონ ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი მათი სტაციონარული მკურნალობა.

ეკონომიკის ექსპერტი რეცეპტების სისტემასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  ჯერჯერობით არ არის საკმარისი რაოდენობა ექიმების, საიმისოდ, რომ პაციენტებს რიგების გარეშე მოემსახურონ. „არადა არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებსაც სჭირდებათ მომენტალური შველა – მაგალითად თვალზე ინფექცია როგორც კი გაუჩნდება ადამიანს, მას სჭირდება მომენტალურად ანტიბიოტიკის ჩაწვეთება. ამით იმის თქმა მინდა, რომ არის პრეპარატების კაკეტორია, რომლებიც უნდა იყოს ურეცეპტო გაყიდვაში ამ ეტაპზე მაინც, სანამ არ მოგვარდება მოსახლეობის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურება და არ იქნება სრული გეოგრაფიული წვდომა ხარისხიან სამედიცინო სერვისზე. ვფიქრობ, თანდათან დაიხვეწება რეცეპტების სისტემაც. გარდა ამისა, დასახვეწია მომსახურების ეფექტიანობისა და სისწრაფის ხარისხიც. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცესი დაიწყო“, – განაცხადა ლია ელიავამ.