თამაზ მეჭიაური: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახალი მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების გასაჩენად არ შექმნილა

0
9
თამაზ მეჭიაური: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახალი მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების გასაჩენად არ შექმნილა

თუ არ გაქვთ ლარის დასტაბილურების იმედი, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახალი მაღალხელფასიანი  ჩინოვნიკების გასაჩენად არ შექმნილა , – აღნიშნული განცხადებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა სააგენტოს საბჭოში წარდგენილ კანდიდატურებს მიმართა.

მეჭიაური ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით კანდიდატურების პოზიციით დაინტერესდა, პასუხებმა კი არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ საბჭოში წარდგენილმა ეფრემ ურუმაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც საბჭოს მაკროეკონომიკური პარამეტრებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ექნება, მერე იმსჯელებს, რა იქნება ეფექტური მოცემულ სიტუაციაში. ამ პასუხმა მეჭიაურისგან კრიტიკა გამოიწვია.

“აქ რომ მობრძანდით, თქვენი წამოსვლა თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაწყდებოდა. საკითხზე მსჯელობა ოთხი თვეა, მიდის. მიზანი იყო გასაგები – მომხდარიყო ფინანსური სტაბილურობა და ეს ლარის კურსზე ასახულიყო, რაც მოსახლეობას ლარის კურსის დაწევით გამოწვეულ პრობლემებს შეუმსუბუქებდა. თუ არაფერი უნდა შეიცვალოს, რატომ დათანხმდით ან რატომ გაგიჩნდათ აქ წამოსვლის სურვილი?! თუ ხართ იმის თანამოაზრე, რა პათოსითაც ამ კანონის შექმნა დაიწყო, რომ გაუმჯობესებულიყო მდგომარეიობა?! თუ არ გაქვთ ამის იმედი, ეს ერთი კაცის დასაქმებისთვის კი არ შექმნილა. ჩვენ ეს ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შევქმენით და არა რამდენიმე ახალი მაღალხელფასიანი  ჩინოვნიკის გასაჩენად”,

– განაცხადა თამაზ მეჭიაურმა კომიტეტის სხდომაზე.

ამის შემდეგ ეფრემ ურუმაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ქმედეთი ზომა უნდა გატარდეს, რათა სავალუტო ბაზრიდან პანიკური რისკები მოიხსნას და მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა აქვე დასძინა, რომ რთულია იმის თქმა, რა კონკრეტული ქმედებები უნდა გატარდეს.

ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით სააგენტოს საბჭოს კიდევ ერთმა კანდიდატურამ, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში კანონში ჩადებული ბერკეტების გამოყენება მოხდება, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. კოვზანაძის აზრით, მთავარი ამოცანა დოლარიზაციის შემცირება უნდა გახდეს, რათა ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებებმა თითოეული მოქალაქის ჯიბეზე გავლენა არ მოახდინოს.

“ეს შეიძლება მოხდეს წარმოების ზრდით დაწყებული, სავალუტო რისკების შემცირებით დამთავრებული. ეს მოიცავს მონიტარული ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის ერთობლივ მუშაობას – ეს არის ეროვნული ბანკი, ზედამხედველობის სააგენტო, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო”,

– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტს მთავრობამ დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, რომელსაც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმინეს.

კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევნის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.

ipn.ge

[wpolling id=”5″ width=”” height=””]