ლუდ Carlsberg-ში სარეცხი საშუალება აღმოაჩინეს

0
15
ლუდ Carlsberg-ში სარეცხი საშუალება აღმოაჩინეს

Carlsberg–მა შვედეთში ლუდის მსხვილი პარტია გაიწვია, რის მიზეზადაც მასში სარეცხი საშუალების აღმოჩენა დასახელდა.

ლუდის მწარმოებელი დანიური კომპანია იძულებული გახდა, 4,6 ათასი კასრი ლური Staropramen–ი ბაზრიდან ამოეღო.

Carlsberg–ის შვედმა წარმომადგენლებმა შექმნილ ვითარებას „უაღრესად სერიოზული“ უწოდეს. მათ ლუდი გასინჯეს და დარწმუნდნენ, რომ ამ სასმელის მიღება ჯანმრთელობისთვის სარისკოა – მათ ენაზე ბუშტუკები გაუჩნდათ, რის გამოც ისინი საავადმყოფოში მოათავსეს.

საშიში ლუდი უკვე მოხვდა შვედეთის ასობით რესტორანსა და ბარში, თუმცა პროდუქციის უმეტესი ნაწილი კომპანიის საცავებში რჩება.

myrest.ge

[wpolling id=”5″ width=”” height=””]