თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

0
12
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

“თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაონის მცხოვრებლებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მოლითის, თორნიკე ერისთავის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის მცხოვრებლებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ipn.ge