თბილისში, რეგიონის მასშტაბით უდიდესი სავაჭრო ქალაქი „ისთ ფოინთი“ იხსნება

0
24

მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მზად ხართ? რეისზე N12/09/15 ჩასხდომა დაწყებულია.

სწორედ ამ მიმართვით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, ქალაქის ბილბორდებსა და სარეკლამო ბანერებზე ახალი გრანდიოზული მასშტაბების მქონე, კიდევ ერთი სავაჭრო ცენტრის „ისთ ფოინთის“ გახსნის შესახებ გახდა ცნობილი.

85.000 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საერთაშორისო სტანტარდების მქონე კომპლექსი, მომხმარებლებს სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებს, 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და კვების ობიექტების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

ახალი სავაჭრო ქალაქის შესახებ OK!-სთან, ვრცლად „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ისაუბრა:

download

თუ შეიძლება მოგვიყევით „ისთ ფოინთის“ შესახებ – გართობის და დასვენების რა საშუალებებს სთავაზობს ახალი სააჭრო ცენტრი მომხმარებლებს?
„ისთ ფოინთი“ იქნება ადგილი, სადაც მოსულ ადამიანებს შეეძლებათ ერთდროულად იშოპინგონ, გაერთონ და კარგადაც დაისვენონ, მათ აქ დახვდებათ: კინოთეატრ „კავეას“ 10 კინოდარბაზი და IMAX ტექნოლოგიის კინო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში პირველი იქნება,12-ხაზიანი პროფესიონალური ბოულინგი კონცეპტუალური კაფე-რესტორნითა და საბილიარდოთი.

წლის ბოლომდე გაიხსნება ბავშვთა გასართობი ცენტრი „ფოკუს-მოკუსი“, რომელსაც ამ მიმართულებით მომუშავე, მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია KCC გვიკეთებს. ამ კომპანიის მიერ არის გაკეთებული მსოფლიოში მრავალი ცნობილი პროექტი, მათ შორის, ყველაზე პოპულარული სავაჭრო და ბავშვთა გასართობი ცენტრების ქსელი დუბაიში.

რითი იქნება განსხვავებული, საქართველოში არსებული სხვა მსხვილი სავაჭრო ცენტრებისგან?
საინტერესო არქიტექტურა, კარგი ბრენდ მიქსი, ყველაზე დიდი „DIY“ (Do it Yourself), სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“, ბოულინგი, 200-მდე ტანსაცმლის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, როგორებიცაა: „ზარა“, „მანგო“, „მასიმო დუტი“, „ბერშკა“, „სტრადივარიუსი“ და ა.შ. ასევე, აქ დაგხვდებათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კოსმეტიკის ბრენდი „ინკგლოდი“, პირველი „გლორია ჯინსის“ მაღაზია, ყველასათვის საყვარელი კვების ობიექტები „მაკდონალდის“, „დანკინ დონატისა“ და „ვენდის სახით“ – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს ჩვენს პროექტს გამორჩეულს და მომხმარებლისათვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. რაც მთავარია, ჩვენს ქალაქში იქნება განწყობა, რომელიც ჩვენს სტუმრებს მისცემს გართობის, დასვენებისა და შოპინგის საშუალებას.

download (1)

12 სექტემბერს იგეგმება გრანდიოზული გახსნა – მოგვიყევით იმ პროგრამის შესახებ, რომელიც მოსულ მომხმარებლებს გახსნაზე დახვდებათ.
ჩვენ სტუმრებს ვეპატიჟებით სამოგზაუროდ, რაშიც, ერთის მხრივ, ჩვენთან წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდრები გვეხმარებიან, ხოლო, მეორეს მხრივ, სპეციალურად შექმნილი თემატური ანიმაცია, წარმოდგენები, გათამაშებები და სიურპრიზები.

იქნება დიდი გათამაშება, სადაც ყველა სტუმარი, ვინც ჯამურად წარმოადგენს 60 და მეტი ლარის ჩეკს, მიიღებს გათამაშების ბილეთს, საჩუქრები კი ძალიან კარგი გვაქვს.

ყველაფერს ბოლომდე არ ვიტყვით, რომ მომხმარებლისათვის ეს დღე უფრო საინტერესო და სურპრიზებით სავსე იყოს. დღის ბოლოს დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელსაც ჯგუფი „ვანილა ქეიჯი“ გახსნის, ხოლო ამ მნიშვნელოვან დღეს, საზეიმოდ ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დახურავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს.

download (2)

„ისთ ფოინთის“ მიერ დანიშნულია უფასო ტრანსპორტი, რომელიც ყოველდღე, 15 წუთის ინტერვალით, ზედა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან – „ისთ ფოინთის“ მიმართულებით იმოძრავებს. ძალიან მალე დაემატება სპეციალური მიკროავტობუსები, რომელებიც რუსთავიდან გავლენ.

წლის ბოლომდე „ისთ ფოინთს“ დაემატება ჰიპერმატკეტი „კარფური“, რეგიონში უდიდესი ელექტროტექნიკის მაღაზია, სადაც ყველა ბრენდი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული და ახალი თანამედროვე იტალიური ავეჯის ბრენდი, რომელიც 3.500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

„ისთ ფოინთის“ სახით, პროექტს Quadrum Property Group-ი ახორციელებს, რომელიც საქართველოში CBD Development-ის სახით ოპერირებს.

„ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში,3000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

წყარო: okmagazine.ge