საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია გახდა

0
16

ირაკლი გილაური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.  “ბიჯეო ჯგუფის” გადაწყვეტილებით, საბჭოს წევრი გახდა ჰანნა ლოიკანენიც. მურთაზ კიკორია აქამდე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. კიკორია ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე კი იკავებდა “Georgian Healthcare Group“–ის გენერალური დირექტორის პოსტს.

ირაკლი გილაური საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი 2011 წლიდან იყო.

ბიჯეო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია  გენერალური დირექტორის მოადგილის ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით, საქართველოს ბანკის აქციონერთა  ხმების 75%-ზე მეტს ფლობს.

საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3  და არაუმეტეს 11 წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინიშნებიან და თავისუფლდებიან აქციონერთა კრების მიერ. სამეთვალყურეო საბჭო და თითოეული ხმის მქონე აქციონერი უფლებამოსილნი არიან დაასახელონ კანდიდატები სამეთვალყურეო საბჭოში ასარჩევად.

წყარო: ipress.ge