თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

0
9
თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი, სწორედ ამ დღეს, სემეკი კომპანია “თელასის” მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით , გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა.

სემეკს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 18 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა კომისიის მიერ გადაწტყვეტილების მიღება, გაცილებით ადრე, 3 სექტემბერს მოხდება.

კითხვაზე, როდიდან ამოქმედდება ახალი ტარიფი, შონიამ წინასწარ ამ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მოცემული იქნება გადაწყვეტილებაში.

“დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. სხდომა ჩანიშნულია 3 სექტემბერს”

– განაცხადა შონიამ.

ipn.ge