ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

0
12
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა
 ბაზარზე ეროვნული ვალუტის კურსი გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით გამყარდა.

ამ მომენტისთვის ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2,38 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2,34–ად. შეგახსენებთ, რომ გუშინ და ასევე დღეს დილით ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,45–ს აღწევდა.

კურსის ცვლილება აისახა თბილისის სავალუტო ჯიხურებშიც.  ალუტის გადამცვლელი ჯიხურების ნაწილში დოლარის ყიდვა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსზე ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.33-2.34 ლარის ფარგლებში იბარებენ.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში აცხადებენ, რომ დღეს დოლარი შედარებით გაიაფდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ერთი დოლარის ოფიციალურ ღირებულებად 2.4161 ლარი აქვს დადგენილი. სავალუტო ჯიხურებში ამის მიზეზად გუშინ არსებულ მაღალ კურსს ასახელებენ და ამბობენ, რომ გუშინ დოლარის შემოდინება მოხდა მოქალაქეებიდან, რამაც დღეს მისი ფასის კლება გამოიწვია.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.37-დან 2.43 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა დღის განმავლობაში მონაცემები ხშირად იცვლება.

ამ დროის მონაცემებით, “საქართველოს ბანკის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.38 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა – 2.34 ლარად.

“თიბისი ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3790 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.3400 ლარად.

რაც შეეხება ბანკ “რესპუბლიკას”, აქ 1 დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა მომხმარებელს 2.3350 ლარად შეუძლია.

“ვითიბი ბანკში” კი 1 დოლარის შეძენა 2.4200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა – 2.3200 ლარად.