ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში”, მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება

0
44
ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში

ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალასში” , 24 აგვისტოდან 5 დღის განმავლობაში, საქართველოში მექსიკის საპატიო კონსულის თემურ ჭყონიას, საქართველოში მექსიკის სრულუფლებიანი ელჩის მარტა ბარსენა კოკეს და რუმინეთში მექსიკის სრულუფლებიანი ელჩის,  გუტერიაზ კანეტის ორგანიზებით გაიმართება მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი.

24 აგვისტოს, სასტუმროში არსებულ რესტორან აჭარაში საღამოს 19:00 საათზე ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება . დამსწრე საზოგადოებას ვახშამზე საშუალება ექნება დააგემოვნოს მექსიკელი მზარეულების მიერ მომზადებული პიკანტური კერძები. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური სტუმრები. გასტრონომიული ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო და ეკონომიური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანა.