გეგმავენ თუ არა არაალკოჰოლური სამელების მწარმოებლები მთავრობის წინააღმდეგ პიარკამპანიას

0
10
გეგმავენ თუ არა არაალკოჰოლური სამელების მწარმოებლები მთავრობის წინააღმდეგ პიარკამპანიას

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ელექტრონული მარკირების საკითხთან დაკავშირებით უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიები მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ პიარკამპანიას გეგმავენ. ამის შესახებ მინისტრმა პრესკონკფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან შეხვედრასაც გეგმავს. ხადური ამბობს, რომ კომპანიებს გასულ წლებშიც არაერთხელ შევხდა.

„ვიცი, რომ ეს საწარმოები გარკვეულ პიარკამპანიას გეგმავენ მთავრობის და კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ მომავლ კვირაში, თუმცა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს განაცხადი, 2012-შიც, 2013-შიც, 2014-ში და დღესაც გავიმეორებ,რომ სამი პრობლემა ერთდროულად უნდა მოვაგვაროთ. შეიძლება მათ შორის რაღაც პატარა წინააღმდეგობა იყოს ამ ამოცანებს შორის, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში, უნდა იყოს მოწესრიგებული აღრიცხვა და ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადები. არ უნდა იყოს “შავი ხვრელები”, რომელსაც ისინი გამოიყენებენგარკვეული მიზნებისათვის. ეს პირველი ამოცანაა. მეორე – ბიზნესს არ უნდა ჰქონდესდამატებითი ბარიერები და არ აქვთ ეს ბარიერები და მესამე – ამის გამო პროდუქცია არ უნდაგაძვირდეს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, სამივე პრობლემის მოგვარებით ძალიან კარგი მეთოდია ის, რომ საქართველოსფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური პირველი ნოემბრიდან დაიწყებსმარკირების პროცესს, აღირიცხება ყველა პროდუქცია, რომელიც გამოშვებული იქნება ამსფეროში.

“მეორე ბიზნესს ამისათვის არ მოუწევს დამატებითი თანხების გადახდა. თანხებს არ გადაიხდის არც სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს არ მოაკლდება არც ერთ სხვა ხარჯს, რომელიცგათვალისწინებული გვქონდა. პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროდან ბევრი გადასახადი შემოვა, რომელიც მომავალში არამარტო სოციალურ, (თუმცა, სოციალურიპრობლემების მოგვარებასაც მოხმარდება), მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვას, პენსიებს,გზებს და ა.შ. რაც მთავარია, შემოსავლების სამსახურის სხვა შემოსავლებიდან, მოხდებააღნიშნული თანხების დაფარვა“,- აცხადებს ნოდარ ხადური.

თუმცა, ფინანსთა მინისტრის განცახდებას ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთაასოციაციაში“. მათი თქმით არანაირი მსგავსი კამპანია არ იგეგმება.

„არაფერი მსგავსი არ იგეგმება. არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოციაცია ღია წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრსაც, პრემიერმინისტრსაც და უბრალოდ შეხვედრას ითხოვენ მარკირების თაობაზე, რომ ამ გადაწვეტილების სიმცდარის არგუმენტები მიაწოდონ ხელისუფლებას“,- აცხადებენ ასოციაციაში.

მათვე ინფორმაციით, შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს.

არაალკოჰოლური სასმელების მარკირება რამდენიმე თვეა ხელისუფლებასა  და მწარმოებლებს შორის შეუთანხმებლობის საკითხია. კომპანიები მარკირების შემოღების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია, რადგან იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს და პრეცედენტი არ აქვს ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში.

„ამასთანავე, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს აღრიცხვიანობის სხვა, უფრო ეფექტური და პრაქტიკულად უდანახარჯო სისტემის დანერგვაში,”–აცხადებენ კომპანიები.

სწორედ კომპანიების მიმართვის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარკირების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, პრემიერმინისტრმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების მიმართვა გაითვალისწინა და ფინანსთა მინისტრს პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადება დაავალა. შედეგად, 1 სექტემბრის ნაცვლად მარკირება 1 ნოემბრამდე გადაიდო.

 

თუმცა,  მარკირების ორი თვით გადადებას პრობლემა არ მოუხსნია. კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, მათ რეგულაციის გადადების მოთხოვნით პრემიერისთვის არ მიუმართავთ და კვლავ რეგულაციის სრულ გაუქმებას ითხოვენ.

 

commersant.ge