ნობელის ლაურეატი ამერიკის წინააღმდეგ

0
17
ნობელის ლაურეატი ამერიკის წინააღმდეგ
ნობელის ლაურეატი, ეკონომისტი - ჯოზეფ სტიგლიცი

ჯოზეფ სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სამარცხვინო მარცხი განიცადა და ვერ შეძლო ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიის ბანკის დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელის შეშლა. სტიგლიცი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს განვითარებად სახელმწიფოებს გლობალური ეკონონიკის მართვაში მიიღონ რეალური მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ნობელის პრემიის ლაურეატის აზრით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ,,დიდი შვიდეულის” დომინანტურ მდგომარეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. თანდათან მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის საფუძველზე) გახდა ჩინეთის ეკონომიკა, ხოლო მისი დანაზოგები 50%–ით მეტია, ვიდრე აშშ–ში.

 
2002 წელს დასავლური ფინანსური ინსტიტუტები რისკების მართვისა და კაპიტალების განაწილების საკითხებში ასებად ითვლებოდნენ. დღეს კი ვხედავთ, რომ ისინი ასები არიან მხოლოდ ბაზრებით მანიპულირებისა და სხვა თაღლითური პრაქტიკის თვალსაზრისით, – მიაჩნია ჯოზეფ სტიგლიცს. მისი აზრით, აშშ ბლოკავს სრულფასოვან სამართლებრივ რეგულირებას საერთაშორისო ფინანსების და ვალების სფეროში. საბერძნეთი, უკრაინა და არგენტინა, არსებული სისტემის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითები გახდნენ. შექმნილმა მდგომარეობამ ცხადყო სუვერენული ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით ჩარჩო–რეგულირების სისტემის შექმნის აუცილებლობა.

 
ამ რამდენიმე ხნის წინ, აშშ–ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე მიუთითებდა მსოფლიოში დანაზოგების სიჭარბეზე, იმ დროს, როცა მაღალი სოციალური დატვირთვის მასშტაბური საინვესტიციო პროექტები განიცდიდნენ დაფინანსების ნაკლებობას. ჯოზეფ სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ეს აქტუალურია დღესაც. გლობალური ბაზრები, რომელთა ამოცანაა უზრუნველყონ დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის ეფექტური შუამავლობა, არასწორად ანაწილებენ კაპიტალს და ქმნიან დამატებით რისკებს.

 
სიტუაციის სარკაზმი იმაში მდგომარეობს, რომ საინვესტიციო პროექტების უმრავლესობას, განვითარებად ქვეყნებში ესაჭიროება გრძელვადიანი ინვესტიციები, დიდი ნაწილი მისაწვდომი დანაზოგების – საპენსიო ფონდებში და სხვაგან სწორედ ასეთია. მიუხედავად ამისა, მოუქნელი საფინანსო ბაზრები ხდება ბარიერი კაპიტალის პროდუქტიული გამოყენების საქმეში. სტიგლიცი მიიჩნევს, რომ ამერიკას მაინც მოუხდება ჩინეთის ინტერესების გათვალისწიენბა, უნდათ თუ არა მათ ეს. როცა ჩინეთმა წამოაყენა აზიის ინფრასტრუქტურული ბანკის შემნის იდეა, მას სურდა ამით ჭარბი ფინანსური ნაკადები მიემართა იმ რეგიონებისკენ, სადაც ასეთი რესურსები უაღრესად სასურველია, შეერთებული შტატები შეეცადა დაებლოკა ეს ინიციატივა, მაგრამ დამარცხდა, – შენიშნავს ნობელის ლაურეატი სტიგლიცი. იგი მკაცრია შტატების ადმინისტრაციის პოზიციის შეფასებისას და იხსენებს ადის–აბებაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც განვითარებადი ქვეყნები მოითხოვდნენ, რომ უფრო ფართოდ ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი მართვის გლობალურ ინსტიტუტებში, მაგრამ ამერიკელებმა მათი ეს მცდელობა აღკვეთეს, რაც ჯოზეფ სტიგლიცს არასწორად მიაჩნია.