მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროსადგური

0
61
მსოფლიოს 10 უდიდესი ჰიდროელექტროსადგური

ჰიდრორესურსები მსოფლიოში ყველაზე გამოყენებადი, განახლებადი ენერგიის წყაროა. თანამედროვე ენერგეტიკაში სწორედ ჰიდრორესურსების ათვისება რჩება ყველაზე პოპულარულ გზად, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიურლი ენერგიის წყაროების ათვისება ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. გთავაზობთ მსოფლიოში 10 ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს:

Three Gorges-ის ჰიდროელექტროსადგური , ჩინეთი

ThreeGorgesDam-China2009-1024x636

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს მსოფლიოში უდუდესი,  22 500 მეგავატი მოცულობის “Three Gorges”-ის (სამი ხეობა) ჰიდროელექტროსადგური.

ამ ობიექტის მშენებლობა 1993 წელს დაიყო და 2012 წელს დასრულდა. აღნიშნული ჰესის დამბა, 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრი სიგანისაა.

ელექტროსადგური მოიცავს 32 ტურბინს, რომლებიც 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. კომპლექსში დამატებით შედის ორი 50 მეგავატიანი ენერგიის გენერატორი.

ამ დროისთვის ელეტროსადგურზე გამომუშავებული ენერგია 85 ტერაჯოულს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული  ენერგია 9 პროვინციაზე და 2 ქალაქზე ნაწილდება, მათ შორის შანხაიზე.

Itaipu-ს ჰიდროელექტორსადგური, ბრაზილია & პარაგვაი

itaipu1-1024x649

“Itaipu”-ს 14,000 მეგავატის მოცულობის ელექტროსადგური მსოფლიოში რიგით მეორეა. პროექტი მდინარე პარანაზე, ბრაზილიის და პარაგვაის საზღვარზე მდებარეობს.

19.6 მილიარდიანი პროექტის მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1982 წელს დამთვრდა. ელექტროენერგიის გამომუშავება კი 1984 წელს დაიწყო.

ამ ელექტორსადგურზე გამომუშავებენ ბრაზილიის მიერ მოხმარებული მთელი ელექტორენერგიის 17%-ს და პარაგვაის მიერ მოხმარებულ 72% ელექტროენერგიას. ჰიდროელექტორსადგურზე 20 გენერატორია განლაგებული , რომელთაგანაც თითოეული 700 მეგავატ ელექტორენერგიას გამომუშავებს.

მხოლოდ 2012 წელს სადგურის გამომუშავებულმა ენეერგიამ 98.2 ტერავატ საათი შეადგენდა.

Guri-ს ჰიდროელექტორსადგური, ვენესუელა

guri-dam

“გურის” ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მსოფლიოში ასევე სიმონ ბოლივარის ჰიდროელექტორსადგურის სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს უდიდეს სადგურებში მესამე ადგილს იკავებს, 10 200 მეგავატი სიმძლავრით. ელექტორსადგური მდინარე კარონზეა განლაგებული, სამხრეთ ვენსუელაში და მას კომპანია CVG Electrification del Caroni მართავს.

ელექტროსადგურის მშენებლობა, 1963 წელს დაიწყო და ორ ფაზად მიმდინარეობდა. პირველი 1978 წელს დამთავრდა, მეორე კი1986 წელს. ელექტროსადგური 20 განსხვავებული მოცულობის გენერატორებს მოიცავს, რომლებიც 130-დან 770 მეგავატამდე ენერგის გამომუშავებენ. ეს ელექტროსადგური ვენესუალასთვის დაახლოებით 12 900 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

Tucurui-ის ჰიდროელექტროსადგური, ბრაზილია

4l-tucurui

“Tucurui” ჰიდროელექტორსადგური ბრაზილიაში მდინარე ტოკანტისზეა განლაგებული და მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს. 8 370 მეგავატის მოცულობის ელექტროსადგური ორ ნაწილად აშენდა და 1984 წლის შემდეგ მუშაობს.

5.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობა 1975 წელს დაიწყო. პირეველი ნაწილი1984 წელს დამთავრდა და 78 მეტრის სიგრძის და 12 500 მეტრის სიგანის დამბა აშენდა. მაშინ მხოლოდ თორმეტი, 330 მეგავატის მოცულობის და ორი 25 მეგავატიანი ტურბინა მუშაობდა.

მშენებლობის მეორე ნაწილი 1998-დან 2010 წლამდე მიმდინარეობდა. ამდროს დაამატეს 11 გენერატორი, თითოეული 370 მეგავატის მოცულობით. ელექტროსადგური ენერგიით უზრუნველყობს ქალაქ ბელემს და მის მიდებარე ტერტორიას.

Grand Coulee, ამერიკის შეერთბული შტატები

Grand_Coulee_Dam_Panorama_Smaller-1024x610

6 809 მეგავატი მოცულობის „Grand Coulee“-ის ჰიდროელექტროსადგური ვაშინგტონში მდინარე კოლუმბიაზეა განლაგებული და მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა. პროექტი სამ ნაწილად აშენდა და ენერგიის გამომუშავება 1941 წელს დაიწყო. ყოველწლიურად სადგური დაახლოებით 24 ტერავატ.სთ ელექტრონერგიას გამომუშავებენ.

ელექტროსადგური 3 ჰესს და ბეტონის კაშხალს მოიცავს. მშენებლობა 1933 წელს დაიწყო. ობიექტი მოიცავს 18 ფრანგულ 125 მეგავატიან ტურბინას და სამ დამატებით 10 მეგავატიან დანადგარს რომლებიც 1950 წლიდან გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მესამე ეტაპი 1967 წელს დაიწყო. 2013 წელს შეაკეთეს 805 მეგავატიანი დანადგარები.

Sayano-Shushenskaya-ის ელექტორსადგური, რუსეთი

Sayano-Shushenskaya-hydropower-1024x576

„Sayano-Shushenskaya“-ს ელექტროსადგური რუსეთში  მდინარე ენისეიზე მდებარეობს და მსოფლიოს უდიდეს ჰირდოელექტროსადგურებში მეექვსე ადგილს იკავებს. ჰესი 6 400 მეგავატის სიმძლავრისაა.

ჰესის მშენებლობა 1963 წელს დაიწყო და 1978-ში დამთავრდა. კაშხალი 242 მეტრის სიმაღლისაა და 1 066 მეტრი სიგანის. სადგური 10, 640 მეგავატიან ტურბინას მოიცავს და ყოველწლიურად 23,5 ტერავატ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რომელთა 70 %  ციმბირში მყოფ ალუმინის გადამამუშავებად ქარხანაში გამოიყენება.

2009 წელს 9 ტურბინა  უბედური შემთხვევის გამო დაზიანდა და ჰესი დაიხურა. თუმცა 2010 წელს ისევ გაიხსნა.მომავალში იგეგმება დამატებითი 10 ტურბინის დამატება, რაც გამომუშავებულ ენერგიას 96% -ით გაზრდის.

Longtan, ჩინეთი

Longtan-hydropower

„Longtan“-ის ჰესი ჩინეთში მდინარე ჰონგშუიზე მდებარეობს და მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ჰესია და მეექვსე უდიდესი აზიაში.

სადგური მოიცავს ცხრა 700 მეგავატიან გენერატორს. დამბა სიმაღლეში 216 ხოლო სიგანეში 832 მეტრია. ჰესის კომპანია  Sinohydro-მ ააშენა. სადგურის მშენებლობა 2007 წლის მაისში დაიწყო და 2009-ში დამთავრდა. აქ ყოველწლიურად დაახლოებით 18.7 ტერავატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

Krasnoyarsk, რუსეთი

P1190931

„კრასნოიარსკის ჰესი“ რუსეთში მდინარე ენისიზე მდებარეობს და მსოფლიოში მერვე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია.

ჰესის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო და 1972-ში დამთავრდა. კრასნოიარსკის დამბა 124 მეტრი სიმაღლისაა და 1 065 მეტრი სიგრძის. ელექტროსადგური შედგება 12  გენერატორისგან და თითოეული მათგანი 500 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

ტურბინები და გენერატორები ჰესისთვის ლენინგრადის მეტალურგიულმა ქარხანამ დაამზადა. კომპანია ჰიდროენერგოპოექტმა კი სადგურის გეგმა შექმნა და ააშენა. სადგური ყოველწლიურად 18.4 ტერავატ,სთ ელექტროენრგიას გამიმუშავებენ.

Robert-Bourassa, კანადა

Robert-Bourassa-1024x546

Robert-Bourassa-ს ჰესი კანადაში, მდინარე ლა გრანდეზეა აშენებული და მსოფლიოში მეცხრე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია.

3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 1974წელს დაიწყო. აშენებული დამბა 162 მეტრის სიმაღლის და 2 835 მეტრი სიგანისაა. ჰესში გაერთიანებულია ორი ჰირდოელექტროსადგური, რომლებიც 16 ტურბინას მოიცავს. თითოეული 351 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

2012 წელს  მიღებული სადგურის გასაუმჯობესებლად ჰესის განახლების პროექტი დაიწყო, რომელიც 2020 წელს უნდა დამთავრდეს

Churchill Falls, კანადა

Churchill-Falls

5 428 მეგავატი სიმძლავრის „ჩერჩილის ჩანჩქერის“ ჰიდროელექტროსადგური კანადაში, ნიუფაუნდლენდიში მდინარე ჩერჩილზე მდებარეობს. ის მსოფლიოში მეათე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია

სადგურის მშენებლობა 1967 წელს დაიწყო. ჰესზე კაშხალი არ არის  აშენებული. წყლის რეზერვუარს მხოლოდ ქვის დიდი რაოდენობა აკავებს. მიწისქვეშა სადგური 11 ტურბინისგან შედგება. თითოეული მათგანი 493 მეგავატ ენერგის გამოიმუშავებს.

ყოველწლიურად სადგური 35 000 ტერავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია ჩრდილოეთ ამერიკაში

www.energynews.ge