ივნისში ვადაგადაცილებული სესხები დაახლოებით 40 მლნ ლარით შემცირდა

0
12
ივნისში ვადაგადაცილებული სესხები დაახლოებით 40 მლნ ლარით შემცირდა

ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 39,4 მლნ ლარით შემცირდა და 320,6 მლნ ლარი შეადგინა.

სებ–ის მონაცემებით, პრობლემური სესხების 39,6% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2,2% იყო.

მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.5%–ს გაუტოლდა.