Home » ეკონომიკა » 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიო ეკონომიკში
2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიო ეკონომიკში

2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიო ეკონომიკში

სრულდება 2015 წელი, რომელიც არანაკლებ დატვირთული, ვიდრე წინა წლები. წელს იყო ებოლა, ისლამური სახელმწიფოს ტერორიზმი, სირიელი ლტოლვილები ევროპაში, აქტუალურობა, რა თქმა უნდა, არც ვლადიმერ პუტინს დაუკარგავს. არც გლობალურმა ეკონომიკურმა ბაზარმა მოგვაწყინა თავი რუტინულობით და ხშირ-ხშირად გვთავაზობდა მრავალწლიანი უძრავი სტატისტიკების ცვლას.

სტატიაში, შევეცდებით გამოვყოთ ის ძირეული ეკონომიკური მოვლენები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს მიმდინარე პერიოდში ბაზრებზე და არც მომავალ წელს დაკარგავენ მნიშვნელობას.

ეკონომიკური ზრდა
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა `აღმოაჩინა~, ეკონომიკას გაცილებით დიდი დრო სჭირდება გასული დეკადის განმავლობაში შექმნილი კრიზისიდან თავის დასაღწევად, ვიდრე მიჩნეული იყო. სამი წლის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიზნად დაისახა, 2015 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკა ფინანსურ კრიზისამდელ `კალაპოტში~ მოექცია და ეკონომიკური ზრდა 4.8%-ით განსაზღვრა. სსფ-ს მოთხოვნებს, მეტნაკლებად, თუმცა, მაინც ფეხი აუწყო აშშ-ს ეკონომიკამ. იმედგაცრუების მთავარი ობიექტი კი, ეგრეთ წოდებული BღIჩ-ის ქვეყნები გახდნენ (ბრაზილია, რუსეთი, ირანი, ჩინეთი), ასევე, ახლო აღმოსავლეთი, ევროპის დიდი ნაწილი და იაპონია.

ამ მოვლენებმა სსფ აიძულა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზში კორექტივები შეეტანა, რაც საბოლოოდ 3.2%-იან ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატა. პროექტი ასევე მოიცავს ცალკეული ზონების ეკონომიკურ განვითარებას მომავალი წლისთვის, რაც აშშ-სთვის 3.1%-ს შეადგენს, ევროზონისთვის 1.3-ს, მხოლოდ 0.8% იაპონიისთვის და 7.1% ჩინეთისთვის, რაც უკანასკნელი 15 წლიანი პერიოდისთვის მინიმალური მაჩვენებელია. ჩინეთის ეკონომიკა “მიუჩვეველია” მსგავს ჩავარდნას და არც ამოსვლა იქნება იოლი.

მსოფლიოს 4 ძირითად ეკონომიკურ სუბიექტს შორის არსებულ სხვაობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა სახაზინო მდივანმა, ჯეიკობ ლეუმ ბლუმბერგთან საუბრისას, – `კომფორტული მგზავრობისთვის აუცილებელია, რომ ოთხივე ბორბალი გამართულად მუშაობდეს”

სავალუტო ბაზარი
2015 წლის ყველაზე შოკური მოვლენა დოლარის მკვეთრი გამყარება გახდა, რამაც მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე მოახდინა გავლენა (არც ქართული ეკონომიკა დაინდო). ამერიკული ვალუტის `სიძლიერეს~ დღემდე ვერ უმკლავდება თითქმის ვერც ერთი ვალუტა.

მაგალითისთვის, უკრაინული Fორეხჩლუბ-ის კვლევების მიხედვით, დსთ-ს არცერთ ქვეყანას არ ქონია ვალუტის ცვლილების დადებითი ტენდენცია. ყაზახური ტენგე, ბელორუსული რუბლი და უკრაინული გრივნა წელს ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში ყველაზე გაუფასურებული ვალუტებია. 2015 წლის მანძილზე ტენგე დოლართან მიმართებაში 85 პროცენტით გაუფასურდა, ბელორუსული რუბლი – 54 პროცენტით, გრივნა კი 49 პროცენტით. საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის ორჯერ გაუფასურდა. მნიშვნელოვნად დაეცა რუსული რუბლის კურსიც, იგი წელს 22 პროცენტით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროპული ქვეყნების ვალუტებს, ყველაზე მეტად დევალვაცია ნორვეგიულმა კრონმა განიცადა, ყველაზე სტაბილური ვალუტა კი ევროპის კონტინენტზე კვლავ შვეიცარიული ფრანკი, ისლანდიური კრონი და ბრიტანული ფუნტია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, 2015 წლის მთავარ კითხვას წარმოადგენდა, – მოხდება თუ არა ეს 2002 წლის შემდეგ პირველად? – პარიტეტი ევროსა და დოლარს შორის. 2015 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ევროს პირველი გაუფასურება დაფიქსირდა, პარიტეტი ვოლ სტრიტზე თითქმის ყველას გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნდა.
ოქტომბრის ბოლოსთვის, Gოლდმან შაცჰს-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ევრო 1,05 დოლარამდე დაეცემა, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში ეკონომიკის სტიმულირების მოცულობას გაზრდის. EჩB-ს გადაწყვეტილება 3 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა, და ასეც მოხდა, ბანკმა Gოლდმან შაცჰს-ს დაუჯერა. საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე 10 ერთეულით -0.3%-მდე შეამცირა.
წლის ბოლოს, ევროს `დახმარება~ დოლარმაც გადაწყვიტა და სრული 2 წლიანი დომინირება შეწყვიტა. ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების პარალელურად, ამერიკულმა ვალუტამ მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან პოზიციები დათმო. სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული `მწვანე ვალუტა~ უკვე ამერიკასაც არ აძლევს ხელს.

საპროცენტო განაკვეთი
და აი, ლოგიკურად მივედით მიმდინარე წელს მიღებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებასთან. მსოფლიო საფინანსო ბაზარზე წლის მთავარი მოვლენა ამერიკის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის მიერ (FOMჩ), თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველად, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოხდა. ამერიკულმა ვალუტამ თითქმის შვიდი წელი გაატარა ნულოვანი განაკვეთის სიახლოვეს (0-0.25%), რის შემდეგაც, ჩატარებულმა რეფორმებმა და ეკონომიკის სტაბილური გაჯანსაღების უტყუარმა ნიშნებმა, ინფლაციის ჯერაც დაბალი დონის მიუხედავად, FOMჩ-ს და ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯანეტ იელენს, განაკვეთის ზრდის დაწყების საშუალება მისცა.

სხვათა შორის, საკმარისზე მეტი მიზეზი იყო იმისათვის, რომ FOMჩ-ს კიდევ ერთხელ გადაედო საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება. გავრცელებული ინფორმაციით, FOMჩ-ის სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, იელენმა მიიღო ექსპორტიორთა ასოციაციის წერილი, რომლითაც ის FOMჩ-ს განაკვეთის აწევის გადადებას სთხოვდა. მაგრამ კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. არსებობს მოსაზრება (არცთუ უსაფუძვლო), რომ გარკვეულწილად, EჩB-ს 3 დეკემბრის გადაწყვეტილებამ და დრაგის გამოსვლამ შეუწყო ხელი იელენის და FOMჩ-ის გაბედულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ექსპორტიორთა თხოვნას მხედველობაში მიიღებდნენ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ 3 დეკემბრის შემდეგ, საპროცენტო განაკვეთის აწევის დასაწყებად, საუკეთესო გარემო პირობები შეიქმნა. ბაზრისთვის კიდევ უფრო კარგია ის, რომ ამ პროცესის დაწყებას, არც ამერიკელი ექსპორტიორების ინტერესი დაუზარალებია. მართალია, დოლარს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ მისმა ფასმა ახალ წლამდე ზრდა გააგრძელოს, მაგრამ ეს მკვეთრად არ მოხდება, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

ნავთობი
წლის ერთ-ერთი ყველზე აქტუალური თემა ნავთობის მსოფლიო ფასები იყო. 2015 წლის იანვრის მონაცემებით ბარელის ფასი 49 დოლარს შეადგენდა, რაც ისედაც დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს, ამას დამატებული ფასების კლების ტრენდი, რომელიც ბაზარს მთელი წლის განმავლობაში თან სდევდა, მოვლენას ნამდვილად აღსანიშნავს ხდის.

ფასების კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ოპეკის წევრი ქვეყნების პოლიტიკით, რომლებიც ნავთობის მოპოვებას პერმანენტულად ზრდიდნენ, რითაც ბაზარზე საქონლის სიჭარბეს ქმნიდნენ. მაგალითისთვის, 11 დეკემბრისთვის Eურონეწს-ის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, ნავთობის მოპოვებამ დღეში 31,695 მლნ ბარელი შეადგინა, რამაც რეაქცია არც ფასებზე დააყოვნა. იმ მომენტისთვის 1 ბარელი ??Bრენტ?-ის მარკის ნავთობის ფასი 39,56 აშშ დოლარი იყო. კვირის ბოლოს კი ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. სინგაპურის ენერგეტიკული კომპანიების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში ნავთობის ღირებულება ბარელზე 30 დოლარს გაუსწორდება. სამომავლო პერსპექტივაში კი ის შესაძლოა 20 დოლარამდეც ჩამოვიდეს.
ფასების ვარდნის ხელშემწყობი ფაქტორი გახდა საერთაშორისო ბაზარზე ირანის დაბრუნების სურვილი, რაც მიმოქცევაში არსებული ნავთობის რაოდენობას ერთი-ორად გაზრდიდა. თუმცა, ეს სამომავლო პერსპექტივაში განიხილება, რადგან ირანი სამაგიეროდ სანქციების მოხსნას ითხოვს. გარკვეული შეთანხმება 2015 წლის ივლისში გაფორმდა, ირანის სრული `გათავისუფლება~ კი 2016 წელს იგეგმება, რაც ნავთობის ბაზარზე ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ირანის რეზერვები დღეს მსოფლიოს მთლიანი რეზერვების 9 პროცენტზე მეტია, რაც ზემოთ აღნიშნულ 20 დოლარიან ნიშნულს, გაცილებით რეალურს ხდის.
ირანის მთავრობა უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშეკრულებების შეთავაზებაზე უკვე მუშაობს.

საბერძნეთი
რთულია გვერდი ავუაროთ წლის ყველაზე მასშტაბურ კრიზისს, რამაც არამხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთლიანად ევროზონის ეკონომიკურ სტაბილურობას შეუქმნა საფრთხე. საქმე იმაშია, რომ საბერძნეთის მთავრობას 10 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 2010 წელს ეკონომიკური კრიზისის გამო ნასესხები ვალის დაბრუნება უნდა დაეწყო. გადასახდელი თანხა 1,6 მილიარდ ევროს შეადგენდა.
ამ ვალდებულების შესრულება კი საბერძნეთისთვის წარმოუდგენელი გახდა. კრედიტორების აბსოლუტური უმრავლესობა გამორიცხავდა დამატებითი სესხის გაცემას საბერძნეთის დასახმარებლად. გერმანია კი, კერძოდ ანგელა მერკელი, ვალების ჩამოწერის წინააღმდეგი გახლდათ. ქვეყანაში დაიწყო გაუთავებელი საპროტესტო გამოსვლები, ბანკებს უბრალოდ ფული არ ჰქონდათ, მთავრობის წევრები ხშირი ცვლა, – გამოსავალი კი არ ჩანდა. საქმე ევროზონის დატოვებამდეც კი მივიდა.
საბოლოოდ, გამოსავალი, მთავრობის გადადგომის შემდეგ, კრედიტორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღწეულ იქნა, სესხების რესტრუქტურიზაცია და რიგით მესამე დახმარება. ასევე, საბერძნეთმა უნდა შეამციროს გასავალი გრძელვადიან პერიოდში, გაკოტრებისგან და ევროზონის დატოვებისგან თავის ასაცილებლად.

გიორგი კაპანაძე

Share