Home » მსოფლიო » 2015 წლის ამერიკის ყველაზე გამორჩეული ბოსები
2015 წლის ამერიკის ყველაზე გამორჩეული ბოსები – Forbes-ის ახალი სია

2015 წლის ამერიკის ყველაზე გამორჩეული ბოსები

ფორბსმა ახალი სია გამოაქვეყნა, 2015 წლის ამერიკის ყველაზე გამორჩეული ბოსები. სიის თავში კი გუგლის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფეიჯი მოექცა, როგორც ყველაზე უშუალო უფროსი, რომელიც სადილობს კომპანიის კაფეტერიაში, რათა ახლოს გაიცნოს თანამშრომლები და აღმოაჩინოს მათ შორის ტალანტები და გენიოსები. ასევე ჩვევად აქვს სეირნობა კომპანიის კამპუსში და მთელი გულით უცხადებს მხარდაჭერას, გუგლის საქველმოქმედო ფონდებს.

კომპანია 18 კვირიან ანაზღაურებად შვებულებას აძლევს დედებს, მამებს კი 12 კვირიანს. ერთსქესიანებს, რომლებიც არაბიოლოგიური მშობლები გახდნენ, 12 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნით კომპანიისგან.

ლარი ფეიჯი, ზუსტად იმ ლოიალობისა და თანამშრომლებისადმი გულუხვი და ადამიანური დამოკიდებულების გამო მოექცა, სიის თავში და დასახელდა ნომერ პირველ ყველაზე მაგარ უფროსად.

მეორე ადგილზე ნაიკის 59 წლის აღმასრულებელი დირექტორი მარკ პარკერი მოხვდა, რომელიც თანამშრომელთა უმეტესობამ ბრწყინვალე და საოცარ ადამიანად შეაფასა. გარდა ამისა, მის კარგ თვისებაში შევიდა, მისი დამოკიდებულება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ და მათ მხარდასაჭერად 180.000 დოლარი გადარიცხა.

მესამე ადგილზე, ჩარლზ ბათმა კომპანია HEB-ის აღმსარულებელმა დირექტორმა დაიკავა, რომელმაც ხმათა 96% მიიღო.

მილიარდელი მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქის დამაარსებელი მეოთხე ადგილზე მოხვდა ხმათა 95%-ით, ერთმა თანამშრომელმა მას ცოცხალი ლეგენდაც კი უწოდა.

აღსანიშნავი და გასაკვირია, მაგრამ სიაში არც ერთი ქალი ხელმძღვანელი არ მოხვდა, მაშინ როდესაც შარშანდელ სიაში ორი ადგილი ქალებმა დაიკავეს. მეხუთე ადგილას სკოტ სჩერი მოხვდა, მეექვეზე- ჰიუ გრანტი და ა.შ.

წყარო: wom.ge

Share