Home » ფინანსები » “2005-06 წლებში, სუბსიდირების თანხას ვაძლევდი სააკაშვილს, მე-3 წელს უარი მითხრეს – შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო”
"2005-06 წლებში, სუბსიდირების თანხას ვაძლევდი სააკაშვილს, მე-3 წელს უარი მითხრეს - შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო"

“2005-06 წლებში, სუბსიდირების თანხას ვაძლევდი სააკაშვილს, მე-3 წელს უარი მითხრეს – შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო”

ყურძენი 1 ლარზე მეტი უნდა ღირდეს, მაგრამ არ შეიძლება ხელისულებას მოვთხოვოთ მუდმივად, რატომ არ ღირს მეტი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილმა შეადარა წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში რა ხდებოდა რთველთან მიმართებაში და ახალმა მთავრობამ 4 წლის განმავლობაში რა გააკეთა.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს კახეთის რთველის სუბისიდირებისთვის საჭირო თანხას გარკვეულ წლებში თავად აძლევდა.

”2005-2006 წლებში, კახეთში რთველის სუბსიდირების თანხას მე ვაძლევდი სააკაშვილს. მესამე წელიწადს უარი მითხრეს – შენ ეკონომიკა არ იცი, ბენდუქიძეა მაგარიო; კახურ ღვინოს და ყურძენს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერ გაიტან და მხოლოდ საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო. მე დაჟინებით ვითხოვდი, ჩემს ფულს გაძლევთ-თქო, თან სახელს არ ამბობდნენ ჩემსას და მეც ამაზე თანახმა ვიყავი”, -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რთველს დიდი ყურადღება დაუთმო.

”ნახეთ რამხელა ნახტომია. მეოთხე რთველი მიდის, რაც მოვიდა ახალი ხელისუფლება და ოთხივე დაბალანსებულად ჩატარდა. დღესაც მე ვთვლი, რომ რთველი წარმატებულად მიდის. 1 ლარი არ არის კარგი ფასი, მაგრამ გაფართოვდება ბაზრები და გარწმუნებთ, გავყიდით ღირსეულ ფასად. შესაბამისად, სახელმწიფოს აღარ დასჭირდება სუბსიდირება. წელსაც საუბედუროდ, სახელმწიფოს სუბსიდირება სჭირდება, იმიტომ, რომ კიდევ მეტი ბაზარი გვჭირდება”, -აღნიშნა ივანიშვილმა.

Share