Home » საზოგადოება » „200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?“
„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?“

„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?“

„200 წელია ვამბობთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, როგორ შეიძლება რუსეთის ყველა მოქმედება მოულოდნელი იყოს?  ჩვენ როდესაც რუსეთთან გვაქვს  ეკონომიკურ-ბიზნეს ურთიერთობა, ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ,“— ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, სტრატეგიულად რუსეთი არ არის ჩვენი გრძელვადიანი და სანდო პარტნიორი.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით დიდ ზარალს, ჭყონია განმარტავს, რომ გარკვეული ზარალი იქნება, თუმცა, ეს გრძელვადიანი პერსპექტვისთვის შესაძლოა დადებითიც აღმოჩნდეს.

„დღეს გაჟღერდა, რომ წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა და ეს იქნება  200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში. ამას სხვა ქვეყნებიც დაემატება. რუსეთს ბევრი  მტერი ჰყავს გარშემო, ეს ქვეყანა არ უყვართ ევროპის ქვეყნებში. ერთეული ქვყნებია, რომლებიც რუსეთს პატივს სცემენ. რუსეთი არ არის სამაგალითო ქვეყანა. პირიქით, ის ყველასთვის არასამაგალითოა. ეს პროცესები სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონს დაემთხვა, ამიტომ, ამ პერიოდიდან გამომდინარე შესაძლოა გადაწყობა იყოს რთული. ზიანი დროებითი თემაა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ამ ქვეყნის სახე უნდა დავანახოთ მთელს მსოფლიოს,“ —აღნიშნავს ჭყონია.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ცხოვრებაში, როგორც ბიზნესში  ხშირად ხდება ხოლმე რაღაცეების გაუარესება  ან უკეთესობისაკენ სწრაფი სვლა. ჩვენ ვართ ხალხი, სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს მენტალურად, ცოდნით, გამოცდილებით და ყველაფრისთვის მზად.

„როდესაც კომუნისტი ჩაგიჯდება საკანონმდებლო ორგანოს სავარძელში და ტურისტულ ემბარგოს დააწესებს, ეს არის მანიშვნებელი იმისა, რომ ამ ქვეყანასთან გრძელვადიანი პროექტების განხორციელება არ შეიძლება,“-აღნიშნავს ჭყონია.

commersant.ge

Share