“თქვენ არ გჭირდებათ უმაღლესი განათლების დამადასტრუებელი დიპლომი, რომ დაიწყოთ მუშაობა Apple-ში” , – ამის შესახებ გამოცემა “ბლუმბერგი” წერს.
გამოცემა აქვეყნებს იმ 20 სპეციალიზებული პროფესიის დასახელებას, რომელთა დამსაქმებლები, როგორიც არის Google, Apple და სხვა გიგანტური კომპანიები, უმაღლესი განათლების ხარისხის დიპლომს არ ითხოვენ.
20. საცალო გაყიდვების კონსულტანტი
19. ჯანდაცვის ასისტენტი
18. მარკეტინგის წარმომადგენელი (Marketing representative)
17. საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინატორი
16. კოსმეტოლოგი
15. სადაზღვევო აგენტი
14. ქსელური ოპერაციების ანალიტიკოსი
13. კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი
12. მოლარე
11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ოფიცერი
10. მძღოლი
9. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
8. საჭმელისა და სასმელის სპეციალისტი (Food and Beverage Specialist)
7. საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოსი
6. კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი
5. ტელეკომუნიკაციების ტექნიკოსი
4. წარმოების ტექნიკოსი
3. მზარეული
2. ელექტრო ტექნიკოსი
1. მექანიკის დიზაინერი
ბაჩო ჯინჭარაძე