Home » ფინანსები » 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა უკვე გაყიდვაშია
20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა უკვე გაყიდვაშია

20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა უკვე გაყიდვაშია

ლარის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 20 ლარის ნომინალის, 28.28 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონია.
“მონეტის ავერსის დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლად დამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა

“საქართველოს ეროვნული ბანკი”, ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის.
რევერსზე, მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის – ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი “20” და წარწერა “ლარი” ქართულ ენაზე. მონეტის ზედა ნაწილში, ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა “National bank of Georgia”, – ნათქვამის განცხადებაში.

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 95 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]

Share