Home » ფინანსები » 2 ნოემბრის შემდეგ ლარის კურსი 2,56-იან ნიშნულს უკან მოიტოვებს
2 ნოემბრის შემდეგ ლარის კურსი 2,56 იან ნიშნულს უკან მოიტოვებს

2 ნოემბრის შემდეგ ლარის კურსი 2,56-იან ნიშნულს უკან მოიტოვებს

ეკონომიკის დოქტორი,პროფესორი. ეფიქს გრუპის მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, მონატერული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებსთან დაკავშირებით და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიუხედავად მიზნობრივ და მიმდინარე ინფაცაის შორის 2 -ჯერ მეტი სხვაობისა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა.


ეროვნული ბანკის ხელმძვანელმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მიღწევებ,კერძოდ ის ,რომ ეკონომიკის ზრდა დღეის მდგომარეობით 4,7% ია, შემოსავლები ტურიზმიდან იმატებს, საქონლის ექსპორტი მომატებულია, უცხოეთიდან (ემიგრანტების მხრიდან) ჩამორიცხვებიც მომატებულია . 


თუ ყველაფერ ამას დავამატებთ, მთავრობის მხრიდან შესრულებული ვალდებულებას საბიუჯეტო შემოსავლების კუთხით, შეგახსენებთ ,რომ ეს ის ფუნდამენტალური ფაქტორებია რომლებმაც ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა გამოიწვიოს.


ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა მიწვეულ ჟურნალისტებს ასვე შეახსენა ,რომ “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციაა დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნება” თუმცა კომენტარი ლარის ერთ დღეში ასეთ საგრძნობ გაუფასურებაზე არ გააკეთა. აღნიშნა ,რომ “ქვეყანაში არსებობს მცურავი სავალუტო კურსი და ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს”.


ჩვენთვის ყოვლად საფუძველს მოკებული და უსუსურია განცხადება ,,რომ ლარის კ
ურსზე მოქმედი ფაქტორები იკვეთება საგადამხდელო ბალანსში და რადგან ეს ინფორმაცია დაგვიანებით დგება, ამიტომ რთულია წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი შოკი. 


ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების პროცენტის უცვლელად დატოვებისა და დღევენდელი განმარტებები, დომინანტ ბანკებს ახალისებს და ხელ-ფეხს უხსნის ლარის ეგრეთ წოდებული მცურავი კურსი გადაიყვანოს “მყვინთავ -მფრინავ”კურსად და 2-4 ნოემბრიდან უკვე ლარი უკან მოიტოვებს 2,56 იან ნიშნულს.
მინდა შევახსენო ბანკის მესვეურთ,რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია,როგორც დღეს ჟურნალისტებს განუცდახეს ,რომ გახლავს დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნება__ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ასეა თქვენი საქმე. სწორედ მაგ მოკლევადიანი რყევებია ,რომ იწვევს ფასების ზრდას პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებსა და მომსახურეობაზე. საბითუმო ფასები უკვე აწეულია.სავარაუდოდ დეკემბერში მინიმუმ 8% მივიღებთ ფასების ზრდას პროდუქტებსა და მომსახურეობაზე. ლარის დოლართან გაცვლითი კურსი კი ამ პოლიტიკით და მიდგომით როგორც ეროვნულ ბანკს აქვს კარგი არაფერი გველოდება”, – წერს ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.  

Share