Home » საზოგადოება » 2-ჯერ იხსნით პირბადეს – რა პროცედურების გავლა მოგიწევთ საარჩევნო უბანზე?

2-ჯერ იხსნით პირბადეს – რა პროცედურების გავლა მოგიწევთ საარჩევნო უბანზე?

31 ოქტომბერს საქართველოში 2020 წლის პროპორციული არჩევნებია.

პანდემიის გამო არჩევნები ეპიდემიოლოგების მიერ გათვალისწინებული რჩევებით ჩატარდება.

როგორც ცნობილია, არჩვენებზე მისულ მოქალაქეებს მოუწევთ:

⚪ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა

⚪ დეზობარიერის გავლა

⚪ დეზინფექციის ჩატარება

⚪ პირბადის ტარება

მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ამომრჩეველს, მისთვის განკუთვნილ საარჩევნო ოლქში 2-ჯერ მოუწევს პირბადის მოხსნა. პირველი, როდესაც შედის საარჩევნო უბანზე და უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და მეორე – რეგისტრატორთა.

აგრეთვე, ყველა ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალამი და არ ჩაუტარდებათ თერმოსკრინგი.

Share