Home » ბიზნესი » 2 დღეში „საქართველოს ბანკის“ 2 ფილიალი დააყაჩაღეს
2 დღეში „საქართველოს ბანკის“ 2 ფილიალი დააყაჩაღეს

2 დღეში „საქართველოს ბანკის“ 2 ფილიალი დააყაჩაღეს

 გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს, თუმცა მომხდარი შსს-მ უკვე გახსნა. „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ბალავაძის ინფორმაციით, თანხა არ არის წაღებული. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს.

წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალის შემდეგ, ამჯერად „საქართველოს ბანკის“ ვარკეთილში მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორი ბოროტმოქმედი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა თანხაა წაღებული „საქართველოს ბანკის“ აღნიშნული ფილიალიდან. ბოროტოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც დღეს დილით დააყაჩაღეს, უმნიშვნელო თანხაა წაღებული, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძე აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გუშინ საღამოს მომხდარი შემთხვევა უკვე გახსნილია და დამნაშავე უკვე დაკავებულია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. რაც შეეხება დღეს დილას მომხდარ შემთხვევას, მიმდინარეობს ძიება. ამ თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. წაღებული თანხა აბსოლუტურად უმნიშვნელოა“, – განაცხადა სოფო ბალავაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ვარკეთილის ერთ-ერთი ფილიალი დღეს დილით დააყაჩაღეს. ორი ბოროტმოქმედი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა.

Share