Home » ახალი ამბები » 18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო
18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო

18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მათგან ერთ-ერთი 18 წლის მაია გომურია.

როგორც მისი ოჯახის წევრები „ქრონიკის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.

მზია გომური „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისთვის მხედველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

Share