Home » ახალი ამბები » “18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!”

“18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!”

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, თა­მარ ივე­რი ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ქა­ქუთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს:

“სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი: 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­თა დე­დებს უნდა ეკ­რძა­ლე­ბო­დეთ უცხო­ეთ­ში მრა­ვა­ლი წლით სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა! წას­ვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო უნდა გა­ნი­სა­ზღვროს 1 წლით! გა­ივ­სო ქვე­ყა­ნა… სა­შო­ვარ­ზე გა­და­კარ­გუ­ლი დე­დე­ბის მიერ უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით! ისი­ნი შემ­დგომ ან ოჯა­ხუ­რი, ან გო­გო­ნე­ბი ვინ­მე მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან, ან ცუდ წრე­ში ვარ­დე­ბი­ან: ნარ­კო­მან­დე­ბი­ან, აზარ­ტულ თა­მა­შებს ეძა­ლე­ბი­ან, სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბაც გვერ­დით რჩე­ბათ, ხში­რად ძლი­ერ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტრავ­მებს იღე­ბენ ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მი­ტო­ვე­ბულ­ნი, მარ­ტო­სულ­ნი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ­ნი სუ­ი­ცი­დით ამ­თავ­რე­ბენ სი­ცო­ცხლეს!!!

არა­ნა­ი­რი თვე­ში 800€ და ვი­ღაც იტა­ლი­ე­ლი და ბერ­ძე­ნი მო­ხუ­ცე­ბის ღა­მის ქოთ­ნე­ბის ქცე­ვა არ ღირს სა­კუ­თა­რი შვი­ლის გა­უ­ბე­დუ­რე­ბად! ბო­ლო­ბო­ლო უნდა და­ვემ­სგავ­სოთ ქვე­ყა­ნას და უნდა და­ე­ნიშ­ნოს 18 წლამ­დე მო­ზარ­დის მშო­ბელს თვე­ში მი­ნი­მუმ 1000-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და­საქ­მე­ბა!!!

პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბო! მო­ი­კე­ლით გე­თაყ­ვა ისე­დაც გა­ბე­რი­ლი ხელ­ფა­სე­ბი და პრე­მი­ე­ბი და იზ­რუ­ნეთ ჯან­სა­ღი თა­ო­ბის აღ­ზრდა­ზე მათ მშობ­ლებ­თან ერ­თად! მორ­ჩა!” – წერს მომ­ღე­რა­ლი.

Share