Home » მსოფლიო » 17 საათი და 15 წუთი – Emirates–მა უწყვეტი ფრენის რეკორდი მოხსნა
17 საათი და 15 წუთი – Emirates–მა უწყვეტი ფრენის რეკორდი მოხსნა

17 საათი და 15 წუთი – Emirates–მა უწყვეტი ფრენის რეკორდი მოხსნა

ავიაკომპანია Emirates–მა, პირველად სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, დაიწყო ფრენა ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი რეგულარული რეისის შესრულება.

ისტორიული ფრენა ავიაკომპანიის კუთვნილმა აერობუსმა A380–მა 2 მარტს განახორციელა. 14,2 ათასი კილომეტრის დასაფარად,  დუბაიდან  ახალ ზელანდიამდე, ოკლენდში ჩასაფრენად თვითმფრინავს 17 საათი და 15 წუთი დასჭირდა.

აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები Boeing 777–ით შესრულდება. ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ახალი რეისი სამ საათზე ხანმოკლეა ოკლენდიდან დუბაიში არსებულ რეისებთან შედარებით.

უწყვეტი ფრენის წინა რეკორდი ავსტრალიურ ავიაკომპანია Qantas–ს ეკუთვნის და ეს იყო რეისი სიდნეისა და დალასს შორის. მარშრუტის სიგრძე 13,8 ათას კილომეტრს შეადგენდა, ფრენის ხანგრძლივობა კი 17 საათი იყო.

Emirates–ს უფრო ამბიციური გეგმები აქვს და აპირებს უწყვეტი ფრენის ხანგრძლივობის გაზრდას. საუბარია დუბაიდან პანამა–სითიმდე მარშრუტზე, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს. ეს რეისი 17 საათისა და 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]
Share