გაზაფხულის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით იმატებს დასასვენებლად წასვლის სურვილი, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემის გარეშე. ამისათვის იდეალური არჩევანია ის ქვეყნები,სადაც მოგზაურობისათვის ვიზა არ დაგვჭირდება. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ პასპორტი, ჩემოდანი და წახვიდეთ სამოგზაუროდ.
Facts.ge-მ შეაგროვა ყველაზე ლამაზი ქვეყნები, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში გაემგზავროთ.
ბელარუსი
ბელარუსიაში ბევრი ძალიან საინტერესო ადგილია: ბრესტის ციხე–სიმაგრე. ბუინიჩის ველი, რუმინელი–პასკევიჩების სასახლე, გომელსკის სასახლე და პარკი, “ხატინის” მემორიალური კომპლექსი, ნაციონალური პარკი “ბრასლავის ტბები”.
მოლდოვა
მოლდოვა ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ მაინც ბევრ საინტერესო ადგილს იპოვნით. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს ულამაზესი ადგილები: ედინეცის, ბრიჩენის,რიშკანის,გლოდენის რაიონები. ასევე, ფლორეშტისა და ოგრევსკის რაიონებში ჩამოედინება მდინარე რეუტი. აუცილებლად ნახეთ ტირასპოლი და ქვეყნის დედაქალაქი კიშინიოვი.
აზერბაიჯანი
გალახუდატისა და გუბა–ჰინალიგის რაიონის სოფლები ყველაზე მაღალ დასახლებად ითვლება ქვეყანაში. ეს სოფლები მდებარეობს ზღვის დონიდან 2400-2500 მეტრზე. იქ არის ძალიან საინტერესო კულტურა და მაცხოვრებლებიც გამოირჩევიან დანარჩენი აზერბაიჯანელებისაგან. ასევე ღირს ნახოთ ქალაქი შეკი, გაბალა, ისმაილ და გუსარი,რომლებიც გამოირჩევიან განუმეორებელი ბუნებითა და ისტორიით.
სომხეთი
სომხეთში არის დიდებული მთები და ულამაზესი ტყე, გარგარი და გემრიელი მწვადი, ნამდვილი სტუმართმოყვარეობა და, ასევე, უამრავი უძველესი მონასტერი, ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია– ტათევის, ნორავანქის, აღარცინისა და გეღარდის მონასტრები.
მონღოლეთი
მონღოლეთში არის უკიდეგანო სტეპები და სუფთა ტბები, ალთაის დათოვლილი მთები და გობის უდაბნოს ცხელი ქვიშა, ბუდიზმის უნიკალური ძეგლები და ჩინგიზ–ყაენის გაცოცხლებული ისტორია. ამასთან ერთად, მგზავრებს ელით ნათელი ფესტივალები, გულუხვი სამზარეულო და დაუჯერებელი სტუმართმოყვარეობა.
კოლუმბია
კოლუმბია– ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების ქვეყანაა, სადაც არის უძველესი ინდური ქალაქები,ასევე, თვალწარმტაცი ზღვისპირა კურორტები. აქ მდებარეობს ზღაპრული ქალაქი კართაგენი თავისი სვეტებიანი ფასადებით და პატარა შიდა ეზოებით,რომელსაც,ასევე, სილამაზით არ ჩამოუვარდება კონტრასტული ბოგოტა და ზღვისპირა სანტა–მარტა.
ისრაელი
აქ იგრძნობა ბიბლიური ისტორიის სუნთქვა, მაგრამ გარდა ამისა, ისრაელი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა. ფართობით ისრაელის რესპუბლიკა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მოსკოვის ოლქი, მაგრამ აქ შეიძლება შეგიძლიათ ნახოთ 14–მდე ბუნებრივი ზონა. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ უსიცოცხლო უდაბნო, მკვდარი ზღვა, ულამაზესი მთები და ხმელთაშუა ზღვა, დამშრალი უკაცრიელი ჩანჩქერები და გალილეის ხშირი ტყეები.
მალაიზია
ნამდვილი ტროპიკული სამოთხე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის შუაგულში და წარმოადგენს მრავალფეროვანი კულტურის, სტუმართმოყვარე ხალხის, ეგზოტიკური სამზარეულოს, ტრადიციული ნაგებობებისა და თანამედროვე ცათამბჯენების ქვეყანას.
ბრაზილია
ბრაზილია დაახლოებით, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარს მოიცავს. მის აღმოსავლეთ საზღვარს ატლანტის ოკეანე წარმოადგენს. ბრაზილია მთლიანობაში მოიცავს 8514215კვ²-ს. რომელიც წარმოადგენს 8456510კმ² ხმელეთს და 55455კმ² წყალს. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია პიკო-და-ნებლინა, რომლის სიმაღლეა 2994მ.
ქვეყნები სადაც ვიზა ადგილზე გაიცემა.
მადაგასკარი
მადაგასკარი, ოფიციალურად მადაგასკარის რესპუბლიკა და თავდაპირველად ცნობილი, როგორც მალაგასის რესპუბლიკა — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ – აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროსთან, რომლისგანაც მოზამბიკის სრუტითაა გამოყოფილი. ქვეყანა მოიცავს კუნძულ მადაგასკარსა (მეოთხე უდიდესი კუნძული მსოფლიოში) და მრავალ მცირე პერიფერიულ კუნძულს. დედაქალაქი — ანტანანარივუ.
ბოლივია
ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო — მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში.
ეგვიპტე
ეგვიპტე – ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება.
წყარო: Facts.ge