Home » საზოგადოება » 11-მა რუსულმა მსხვილმა კომპანიამ 3 დღეში 3,1 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა
რუსეთში ექსპორტის და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა იწყება - სანქციების პირველი ეტაპი

11-მა რუსულმა მსხვილმა კომპანიამ 3 დღეში 3,1 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

იმ რუსული კომპანიების 11-მა მფლობელმა და აქციონერებმა, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ ისინი გადასახადის შეუსაბამო მოგებას იღებენ და მათგან თანხის ამოღებაა საჭირო, 3 დღეში 3,1 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აქვეყნებს.

პრეზიდენტის თანაშემწის ინიციატივის შესახებ 9 აგვისტოს გახდა ცნობილი. მას შემდეგ კომპანიებმა „ბელოუსოვის სიიდან“ 4-5% დაკარგეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა ნოვოლიპეცკის მეტარულგიური კომბინატი, რომელმაც 832 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. მისი მფლობელის, ვიქტორ რაშიკოვის დანაკარგის წილი 446 მილიონი აშშ დოლარია.

„სევერსტალის“ მფლობელმა ალექსეი მორდაშოვმა 444 მილიონი აშშ დოლარი იზარალა. 381 და 221 მილიონი დოლარი აშშ დოლარი დაკარგეს Evraz-ის თანამფლობელებმა, რომან აბრამოვიჩმა და ალექსანდრე აბრამოვმა.

შეგახსენებთ, ანდრეი ბელოუსოვმა ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, სადაც საუბარია იმაზე, რომ 14 ენერგეტიკული, ქიმიური და მეტალურგიული კომპანიიდან 513,7 მილიარდი რუსული რუბლის ამოღებაა საჭირო, რამდენადაც მათ 2017 წელს ტრილიონობით მოგება ნახეს და შესაბამისი რაოდენობის გადასახადები არ გადაუხდიათ.

 

წყარო: agora.ge

Share